საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: სოფელ კურსებში ჩამოწოლილია მეწყერი. მეხანძრე-მაშველები ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 12 მარტი 2026, 10:08

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი.

სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა.

მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის მიზნით.

ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მოვუწოდებთ სოფელ კურსებში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მედია: Netflix-ს რუსეთში სერიალ Stranger Things-ის ორი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სურს
ვატო შაქარიშვილი: დასრულდა მორიგი სამარცხვინო წარმოდგენა, აბსოლუტურად დეგრადირებულ ევროპარლამენტში. შეფასების მიღმაა ის კატასტროფული ვითარება, რაშიც ევროკავშირი იმყოფება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
ირაკლი კირცხალია ოპონენტებზე: საზოგადოების გახლეჩა იყო მათი პირდაპირი და მთავარი დავალება. არ დაგვავიწყდეს, ეს იყო ხალხი, რომელმაც სტუდიაში მიიწვია და გმირად გამოაცხადა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც დედაზე თქვა უარი
არქივი