აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 12 მარტი 2026, 10:46

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ სამიისტროში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თავიდანვე ჩანდა, რომ ეს არის საქმის შეკერვა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როგორც შეკერეს „იმედის“ და „პოსTV-ის“ საქმე. ეს არის საქმის შეკერვა იმისთვის, რომ შემდეგ გამოიყენონ თავდასხმის საბაბად
შალვა პაპუაშვილი ხიდაშელის „ენჯეოზე“: ეს არის სქემები, რომ საქართველოში შემოვიდეს შავი ფული. ვნახეთ ესტონური, როგორც ჩანს, ახლა არსებობს კიდევ ჩეხური - სოციალისტური ბანაკი წინაა სანქციების გვერდის ავლის სქემების დალაგებაში
გივი თარგამაძე: ჩემი ყველა განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას. შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი მე არ მაქვს
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს კონფლიქტი არის იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნება ყოჩი და ვინ იქნება ცხვარი - მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩებისა და ცხვრების გადანაწილებას
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს კონფლიქტი არის იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნება ყოჩი და ვინ იქნება ცხვარი - მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩებისა და ცხვრების გადანაწილებას
არქივი