49
12 მარტი 2026, 11:20
ამერიკულ სტრიმინგ სერვისს Netflix-ს რუსეთში სურს სერიალ Stranger Things-ის ორი სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დოკუმენტების მიხედვით, განაცხადები უწყებაში მიმდინარე წლის მარტში შევიდა. განმცხადებლად მითითებულია კომპანია Netflix Studios.
თუ Stranger Things-ის სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია წარმატებით დასრულდება, კომპანიას რუსეთში შეეძლება გაყიდოს მობილური ტელეფონების, კომპიუტერებისა და სხვა ტექნიკის აქსესუარები, ასევე, ბეჭდური და საკანცელარიო პროდუქცია, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამკაულები, ვიდეოთამაშები, ასევე შესთავაზოს გასართობი მომსახურება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |