შალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენ სინამდვილეში გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც გარედან ცდილობს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 12 მარტი 2026, 12:03

შალვა პაპუაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელი განცხადება შეაფასა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, განცხადებაში ორი მთავარი გზავნილი იყო - სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობით დამხობისა და არჩევნებისა და პარლამენტის ბოიკოტის დაგმობა.

„სულ რაღაც ორი წინადადება დასჭირდა ამას და მე მინდა ვკითხო ევროკავშირის ელჩს - რთულია? რთულია ამ მარტივი ჭეშმარიტების თქმა, რომ პრეზიდენტის სასახლის შტურმი არ შეიძლება? რატომ უჭირს ბატონ ჰერჩინსკის, ეს მარტივი, რამდენიმე სიტყვიანი წინადადება თქვას? რატომ უჭირს ბატონ ჰერჩინსკის და მის ხელმძღვანელობას ბრიუსელში, რომ მეორე მარტივი წინადადება თქვან, რომ პარლამენტის მანდატების დახევა და პარლამენტიდან გასვლა არ არის დემოკრატია? რატომ უჭირთ? იცით რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში არაფერი უჭირთ. ამას აკეთებენ განზრახ, იმისთვის, რომ მათ მიერ რადიკალიზმისთვის მიცემული ლეგიტიმაცია არ გამოაცალონ, იმიტომ, რომ დღეს რადიკალიზმი არის სრულად ლეგიტიმირებული გარედან. დღეს ჩვენ სინამდვილეში გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც ცდილობს საქართველოში ძალადობრივი სცენარების განხორციელებას, ხელისუფლების შეცვლას გარედან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპამ გადაიბარა ის, რაზეც უარი თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ - რეჟიმების შეცვლა, თუმცა „საბედნიეროდ, ცუდი მოსწავლეები არიან და 4 ოქტომბერი არის მაგალითი ხელისუფლების იმ ჩაფლავებული დამხობისა, რომელიც იყო გარედან მხარდაჭერილი ევროკომისიის სპიკერის დონეზე“.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელის მიზანია ძალადობის, რადიკალიზმის, ექსტრემიზმის, პროპაგანდის წახალისება საქართველოს წინააღმდეგ, ვინაიდან ყველა რადიკალის, პროპაგანდისტის, ძალადობრივი ჯგუფის უკან არის ევროპული ფული, რაც აღიარებულია.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა და ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტი დაასრულეს. სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია, საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, ბოიკოტი არ შეიძლება, იყოს დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა - ეს არის ის გზავნილები, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელ განცხადებაში წერია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ნიკოლ ფაშინიანი აჟღერებს საკითხებს, რომელიც მისი გადმოსახედიდან, სომხეთისთვის მნიშვნელოვანია, რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, ეს ბრიუსელმა გააფუჭა და გამოასწოროს
შალვა პაპუაშვილი - რაც ევროპარლამენტში მოვისმინეთ, საბჭოთა დეპუტატთა ყრილობის გამეორება იყო! ევროკავშირი ხდება საბჭოთა შინაარსის
ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი - ირანის ახალი უზენაესი ლიდერი დაშავებულია, თუმცა თავს კარგად გრძნობს
ვიქტორ ორბანი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს მიმართავს - თქვენ გაბედეთ და უნგრელებს ლექციები წაუკითხეთ, ჩვენ წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდეთ, უმჯობესია, ევროპას გადახედოთ, ჩვენ ჩვენს ხალხს პირველ ადგილზე ვაყენებთ
თავიდანვე ჩანდა, რომ ეს არის საქმის შეკერვა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როგორც შეკერეს „იმედის“ და „პოსTV-ის“ საქმე. ეს არის საქმის შეკერვა იმისთვის, რომ შემდეგ გამოიყენონ თავდასხმის საბაბად
არქივი