ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არის მცდელობა სანქციების გვერდის ავლის და სანქციების გვერდის ავლის სქემაში ჩართული არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. ეს აჩვენებს, თუ რამხელა კრიმინალური ენერგია დგას ამ ყველაფრის უკან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თინა ხიდაშელის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩეხეთში დარეგისტრირების ფაქტის კომენტირებისას.
მისივე თქმით, გასაგებია, თუ რატომ ხდება ფარულად ორგანიზაციების რეგისტრაცია საქართველოს გარეთ.
„ეს არის სქემები, რომ საქართველოში შემოვიდეს შავი ფული. გარდა იმისა, რომ საუბარია იურიდიულ ფორმებზე, რომელსაც ეძებენ, რა თქმა უნდა, შინაარსი არის იმაში, რომ ეს გამოიყენონ, ფინანსური ტრანზაქციებისთვის სანქციების გვერდის ასავლელად. ჩვეულებრივი კრიმინალური სქემაა, როგორც ჩანს იმისთვის, რომ გვერდი აუარონ სანქციებს.
რა თქმა უნდა, აქ კითხვის ნიშნებია: ერთი, ხდება თუ არა ტრანზაქციები და ფულის გადარიცხვები; მეორე, რა არის წყარო ამ ფულის. რა არის მისი წარმომავლობა, რამდენად შავია ეს შავი ფული და მესამე, გადასახედებს იხდიან თუ არა. თანხების მოძრაობა ეს არ არის მხოლოდ ფულების ჩარიცხვა. საკითხი არის იმაში, ეს ფული თუ მართლა მოძრაობს საქართველოში - ის ფული, რომლიდანაც გადასახადის გადახდა არ ხდება, არის შავი ფული.
ასე, რომ ეს თუ ასეა და ვნახეთ ესტონური სქემა, როგორც ჩანს, ახლა არსებობს კიდევ ჩეხური სქემა - კიდევ ერთხელ, სოციალისტური ბანაკი წინა არის სანქციების გვერდის ავლის სქემების დალაგებაში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს სინამდვილეში იმ ღირებულებით პრობლემებს, რომელიც აქვთ სხვადასხვა ქვეყანას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
თინა ხიდაშელმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ჩეხეთში დაარეგისტრირა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |