შალვა პაპუაშვილი - ნიკოლ ფაშინიანი აჟღერებს საკითხებს, რომელიც მისი გადმოსახედიდან, სომხეთისთვის მნიშვნელოვანია, რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, ეს ბრიუსელმა გააფუჭა და გამოასწოროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 12 მარტი 2026, 13:08

სომხეთის პრემიერ-მინისტრის გზავნილი ეხება სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს - ის აჟღერებს იმ საკითხებს, რომელიც მისი გადმოსახედიდან, სომხეთისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სიტყვით გამოსვლაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან თავისი ურთიერთობა აქვს და ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აღადგინოს.

„ბატონი ფაშინიანი გახლავთ სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ის, როგორც სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, ისე საუბრობდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით. სომხეთის პრემიერ-მინისტრის გზავნილი ეხება სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს. ჩვენი ჩვენი ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირთან. ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აღადგინოს. ევროკავშირმა თვითნებურად, არაპროვოცირებულად შეაფერხა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასე რომ ბურთი არის ბრიუსელის მოედანზე. მათ უნდა გამოასწორონ თავისივე გაფუჭებული, ჩვენ მათ გაფუჭებულს ვერ გამოვასწორებთ.

[ფაშინიანი] აჟღერებს იმ საკითხებს, რომელიც მისი გადმოსახედიდან, სომხეთისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ეს ბრიუსელმა გააფუჭა. საკუთარ გაფუჭებულზე თვითონ უნდა აგონ პასუხი და გამოასწორონ,“ -განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა“.

„ჩვენი თხოვნაა, კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გივი თარგამაძე - გამოკითხვის ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას - ჩემი პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად „არა“!
დავით კუბლაშვილი: გადაიკეტა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა, ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის არის მოძრაობა აკრძალული და ველოდებით გეოლოგების დასკვნას
ირაკლი კობახიძე: შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი
ირაკლი კობახიძე - ახლო აღმოსავლეთში მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე, რომ საქართველოში იყოს უზრუნველყოფილი მშვიდობა
„ნიუ იორკ თაიმსი“ - ირანის ომის პირველი ექვსი დღე აშშ-ს 11.3 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა
არქივი