შალვა პაპუაშვილი: ISFED-მა უცხო ქვეყნის მხრიდან საქართველოზე საინფორმაციო თავდასხმაში უცხო ქვეყნის მხარე დაიჭირა. ჩვენ გვყავს მეხუთე კოლონა. ისინი გამოვლენ და პირდაპირ ხელს დაადებენ იმას, ვისაც უნდა მოხვდეს რაკეტა თავში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 12 მარტი 2026, 13:18

ISFED-ი ახლა ცდილობს, როგორ დააბეზღოს ბრიტანეთის მთავრობასთან თავისუფალი მედია, რომელიც აგრესორისგან დაცვას ცდილობს. ეს ორგანიზაცია დღეს არის უცხო ქვეყნის მოკავშირე ქვეყნის შიგნით საქართველოს წინააღმდეგ. ისინი გამოვლენ და პირდაპირ ხელს დაადებენ იმას, ვისაც უნდა მოხვდეს რაკეტა თავში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთამ.

მისი თქმით, ISFED-მა უცხო ქვეყნის მხრიდან საქართველოზე საინფორმაციო თავდასხმაში უცხო ქვეყნის მხარე დაიჭირა.

„გუშინ იყო განცხადება „სამართლიანი არჩევნების", რომლებსაც „იმედთან“ და „პოსტივისთან“ დაკავშირებით ჰქონდათ დოკუმენტი მომზადებული, თუ როგორ ცდილობენ ეს ტელევიზიები თავი დაიცვან ბრიტანეთის ხელისუფლების თავდასხმისგან. ამაზე ISFED-მა გააკეთა კომენტარი და დაიცვა უცხო ქვეყნის პოზიცია. ჩვენ ვართ დღეს მომსწრე, უცხო ქვეყნის მხრიდან საქართველოზე საინფორმაციო თავდასხმისა. ის თავს ესხმის თავისუფალ სიტყვას, იმისთვის, რომ გააჩუმოს თავისუფალი სიტყვა და გააძლიეროს გარედან დაფინანსებული პროპაგანდა.

ჩვენ დღეს, მთლიანად საქართველო ვართ ბრიტანეთისგან საინფორმაციო თავდასხმის ობიექტი და ამ თავდასხმაში ISFED-მა დაიჭირა უცხო ქვეყნის მხარე. ამას უნდა დაერქვას თავისი სახელი და უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ გვყავს შიგნით მეხუთე კოლონა, რომლებსაც ამიტომაც აფინანსებენ მათ გარედან, რომ ბოლოს, როცა საქმე-საქმეზე მიდგება მოუნიშნონ მათ სამიზნეები, როგორც უნიშნავენ „იმედს", „პოსტივის“ და ყველას მიადგებიან. ყველა მონიშნული ჰყავთ, ყველა საინფორმაციო და პირადი მსხვერპლები.

საინფორმაციო თავდასხმა იქნება ეს თუ სხვაგვარი, ისინი გამოვლენ და პირდაპირ ხელს დაადებენ იმას, ვისაც უნდა მოხვდეს რაკეტა თავში. ასეთი ხალხი გვყავს ჩვენ შიგნით და ამიტომ ითხოვენ ბომბებს და რაკეტებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გივი თარგამაძე - გამოკითხვის ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას - ჩემი პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად „არა“!
დავით კუბლაშვილი: გადაიკეტა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა, ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის არის მოძრაობა აკრძალული და ველოდებით გეოლოგების დასკვნას
ირაკლი კობახიძე: შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი
ირაკლი კობახიძე - ახლო აღმოსავლეთში მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე, რომ საქართველოში იყოს უზრუნველყოფილი მშვიდობა
„ნიუ იორკ თაიმსი“ - ირანის ომის პირველი ექვსი დღე აშშ-ს 11.3 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა
არქივი