„ნიუ იორკ თაიმსი“ - ირანის ომის პირველი ექვსი დღე აშშ-ს 11.3 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 12 მარტი 2026, 14:04

ირანის ომის პირველი ექვსი დღე აშშ-ს 11.3 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ იუწყება.

გამოცემის ანონიმური წყაროს ცნობით, პენტაგონში, დახურულ ბრიფინგზე კონგრესის წევრებს უთხრეს, რომ ეს ციფრი არ მოიცავს დარტყმებისთვის მზადებასთან დაკავშირებულ ბევრ ხარჯს, რაც მიუთითებს, რომ პირველი კვირის საბოლოო დანახარჯი, შეიძლება, მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენლებმა კონგრესმენებს განუცხადეს, რომ კონფლიქტის პირველ ორ დღეში დაახლოებით 5.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა დაიხარჯა.

ვაშინგტონში მოქმედი სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ანალიტიკური ცენტრის (CSIS) შეფასებით, ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ პირველი 100 საათი 3.7 მილიარდი დოლარი დაჯდა.

„ნიუ იორკ თაიმსი“  წერს, რომ ომის რეალური ღირებულება, სავარაუდოდ, უფრო მაღალია, რადგან ციფრები არ ითვალისწინებს გრძელვადიან ხარჯებს, როგორებიცაა ვეტერანების ჯანდაცვა და სხვა საკითხები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რადიო „თავისუფლება“: ირანმა მალტის დროშის ქვეშ მცურავ ამერიკულ გემს შეუტია, რომლის ეკიპაჟიც საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება. ისინი არ დაშავებულან
ლაშა ხუციშვილი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე: გადაწყვეტილება მიიღეს ფართო კონსულტაციების შედეგად, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები და ამავდროულად, ეკოლოგიური კუთხით იყოს დაცული ქვეყნის მოსახლეობა
დიმიტრი ხუნდაძე: გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას გულისხმობდა. სანაცვლოდ მსგავს ავტომანქანებზე განბაჟების თანხა გაიზრდება
შსს: პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩნდა ხანძარი, ინფორმაციის მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. მომხდარ ფაქტზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება
კახა კალაძე თურქეთისა და ბრაზილიის ელჩებს შეხვდა
არქივი