ფაშინიანის განცხადებით, როდესაც მან ევროპარლამენტში ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გამო შეშფოთება გამოხატა, მისთვის ეს ქართულ მხარეს არ უთხოვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 12 მარტი 2026, 16:50

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ ისაუბრა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ და აღნიშნა, რომ მისთვის ეს ქართულ მხარეს არ უთხოვია.

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთსა და საქართველოს საერთო დღის წესრიგი აქვთ.

„ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმიტომ, რომ ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებით. ეს ჩვენ გვაშფოთებს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, გუშინ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო სომხეთისთვის არის გზა ევროკავშირში. მან სთხოვა ევროკავშირს, რომ საქართველოსთან კონსტრუქციული პროცესი დაიწყოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტყიბულში, სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან, ხდება როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების სიღრმისეული შესწავლა, შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა
მთავრობამ სურსათთან კონტაქტში მყოფი პლასტმასის გარკვეული პროდუქციის ეტაპობრივი აკრძალვის შესახებ დადგენილება მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რადიო „თავისუფლება“: ირანმა მალტის დროშის ქვეშ მცურავ ამერიკულ გემს შეუტია, რომლის ეკიპაჟიც საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება. ისინი არ დაშავებულან
ლაშა ხუციშვილი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე: გადაწყვეტილება მიიღეს ფართო კონსულტაციების შედეგად, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები და ამავდროულად, ეკოლოგიური კუთხით იყოს დაცული ქვეყნის მოსახლეობა
არქივი