ტყიბულში, სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან, ხდება როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების სიღრმისეული შესწავლა, შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 12 მარტი 2026, 17:57

ტყიბულში, სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან, ხდება როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების სიღრმისეული შესწავლა, შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, - განაცახდა რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა.

მისი თქმით, ადგილზე არიან სამაშველო სამსახურის, ასევე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.

„ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული როგორც ქუთაისში, ასევე ტყიბულში. რაც შეეხება გრძელვადიან სამუშაო პროცესს, ამჟამად სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან. ხდება როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების სიღრმისეული შესწავლა. შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში დავსახოთ სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია
ალექსანდრე მაისურაძე: საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით
ერაყის წყლების მიმდებარედ ტანკერზე დრონებით თავადასხმის შემდეგ ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან
ევროკომისიის სპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ “ჩრდილოვანი ფლოტის” არცერთ ტანკერს ამიერიდან ქვეყნის პორტებში გაჩერების უფლება არ მიეცემა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ პილოტები 48 საათით გაიფიცნენ
არქივი