ევროკომისიის სპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ “ჩრდილოვანი ფლოტის” არცერთ ტანკერს ამიერიდან ქვეყნის პორტებში გაჩერების უფლება არ მიეცემა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 12 მარტი 2026, 19:16

ევროკავშირმა საქართველოს მთავრობისგან დაპირებები მიიღო, რომ “ჩრდილოვანი ფლოტის” არცერთ ტანკერს ამიერიდან [საქართველოს] პორტებში გაჩერების უფლება არ მიეცემა, გავაგრძელებთ ამ დაპირებების შესრულების ყურადღებით მონიტორინგს. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, შავან მაკგერიმ ბრიფინგზე განაცხადა.

“ნამდვილად, სანქციების მე-20 პაკეტის კონტექსტში, განვიხილავდით ქართული ყულევის პორტის სიაში დამატებას [რუსეთის] “ჩრდილოვანი ფლოტის” გემებთან ინტერაქციებისა და შეშფოთების გამო, რომ შესაძლოა, ის რუსეთის ნავთობის რეექსპორტისთვის გამოიყენებოდეს, რაც, რა თქმა უნდა, ევროკავშირის სანქციებს არღვევს.

ასე რომ, ევროკავშირის სანქციების საკითხში წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს მთავრობისგან რიგი დაპირებები მიიღო, რომ ჩვენთვის შემაშფოთებელი აქტივობები შეწყდება. და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე პირობა დადო, რომ “ჩრდილოვანი ფლოტის” არცერთ ტანკერს ამიერიდან [საქართველოს] პორტებში გაჩერების უფლება არ მიეცემა.

დამატებითი დაპირებები მივიღეთ SOCAR-ისგან. ახსენეთ SOCAR-ი, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი აზერბაიჯანული კომპანია, რომელიც პორტით ოპერირებს.

რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ დაპირებების შესრულების ყურადღებით მონიტორინგს და არ მოგვერიდება ზომების მიღება ნებისმიერი აქტორის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი სანქციების გავლენისთვის აქტიურ ძირის გამოთხრაში შევამჩნევთ”, - განაცხადა მაკგერიმ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია
ალექსანდრე მაისურაძე: საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით
ერაყის წყლების მიმდებარედ ტანკერზე დრონებით თავადასხმის შემდეგ ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან
ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ პილოტები 48 საათით გაიფიცნენ
არქივი