შეეშვით ბავშვების უფლებების წინააღმდეგ ბრძოლას, გამჭვირვალობას თავი დაანებეთ და ედემის ბაღში გადაგიყვანთ - პასუხად მივიღებთ სასტიკ უარს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 12 მარტი 2026, 21:21

ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს ეხმიანება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ და აღნიშნავს, რომ ამით დაგვემშვიდობა "მოსკოვის მექანიზმი" და მისი "მექანიზატორები".

ქართველიშვილის შეფასებით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, არჩევანი რომ წარუდგინო- შეეშვით, ქართველი ბავშვების უფლებების წინააღმდეგ ბრძოლას და ედემის ბაღში გადაგიყვანთ - პასუხად მივიღებთ სასტიკ უარს, რა გვინდა ედემის ბაღში, აქაურ ბავშვებს თუ სქესის შეცვლის შესაძლებლობა არ ექნება.

„ამით დაგვემშვიდობა "მოსკოვის მექანიზმი" და მისი "მექანიზატორები". ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება - "სამოთხე/ჯოჯოხეთის" შლაგბაუმთან არჩევანი რომ წარუდგინო: შეეშვით საქართველოში "დედას" და "მამას", ქართველი ბავშვების უფლებების წინააღმდეგ ბრძოლას და ფინანსურ გამჭვირვალობას თავი დაანებეთ და (ჯანდაბას თქვენი თავი) ედემის ბაღში გადაგიყვანთ - პასუხად მივიღებთ სასტიკ უარს, რა გვინდა ედემის ბაღში, აქაურ ბავშვებს თუ სქესის შეცვლის შესაძლებლობა არ ექნება ვიღაც "დედის" და "მამის" გადაწყვეტილების გამო, ხოლო ლომჯარიას ანგარიშზე შემოსული თანხები საჯაროდ იქნება ლუსტრირებული. ჩელიაბინსკამდე ჰქონიათ გზა "მოსკოველ მექანიზატორებს" - ამ პოლიტიკურ შიზოფრენიაში, სადაც მსოფლიოში ერთადერთი "ცივილიზაცია" ეფშტეინის კუნძულზეა - ნორმალურ ადამიანს არაფერი ესაქმება“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირანული მედია - გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე ცოცხალია
დავით ჩიხელიძე „მოსკოვის მექანიზმზე“: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის „შეხიდება“ - ეს არის გარედან მართული მცდელობა, შეიქმნას საფუძველი დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარებისთვის
ნინო ფოჩხუა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: არაფერი ახალი, მორიგი მცდელობა დესტრუქციისა და არეულობის შემოტანის ქვეყანაში, ისევ იმ წრეზე ტრიალი, რაც წინა ანგარიშებსა, თუ რეზოლუციებში იყო
თამთა მეგრელიშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს კლასიკური მაგალითია, თუ როგორ იქცევა საერთაშორისო ინსტიტუტი იდეოლოგიურ იარაღად - ანგარიში პირდაპირ ამბობს, საქართველო ისჯება ეროვნულო ინტერესების დაცვისთვის
ლევან ნიკოლეიშვილი: დროა, აქაურმა ზნედაცემულმა აგენტურამ და მათმა უცხოელმა პატრონებმა შეიგნონ, რომ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში ვერ მუშაობს. ყოველი ასეთი მცდელობა კი საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს
არქივი