გარემოს ეროვნული სააგენტო: გეოლოგების ჩართულობით, ოპერატიულად განხორციელდა ტყიბულში, სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 12 მარტი 2026, 21:22

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჩართულობით, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, 2026 წლის 12 მარტს, მდ. წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული განვითარდა. მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40-მდე ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა.

ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჩართულობით, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა.

ფორსმაჟორულ ვითარებაში მიმდინარეობს თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის შეფასება, რის საფუძველზეც შესაბამის უწყებებს ოპერატიულად მიეწოდებათ გეოლოგიური დასკვნები.

პირველადი შეფასებით, ამ ეტაპზე სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნებათ.

მეწყერმა ასევე დააზიანა ქუთაისი (მოწამეთა) - ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი და სოფლის სასაფლაო.

ბოლო წლების განმავლობაში სოფ. კურსებში სააგენტოს გეოლოგების მიერ, შეფასებულია 25 ოჯახი და 2 გზის მონაკვეთი, აქედან 5 ოჯახი გასახლებულია.

სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირანული მედია - გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე ცოცხალია
დავით ჩიხელიძე „მოსკოვის მექანიზმზე“: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის „შეხიდება“ - ეს არის გარედან მართული მცდელობა, შეიქმნას საფუძველი დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარებისთვის
ნინო ფოჩხუა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: არაფერი ახალი, მორიგი მცდელობა დესტრუქციისა და არეულობის შემოტანის ქვეყანაში, ისევ იმ წრეზე ტრიალი, რაც წინა ანგარიშებსა, თუ რეზოლუციებში იყო
თამთა მეგრელიშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს კლასიკური მაგალითია, თუ როგორ იქცევა საერთაშორისო ინსტიტუტი იდეოლოგიურ იარაღად - ანგარიში პირდაპირ ამბობს, საქართველო ისჯება ეროვნულო ინტერესების დაცვისთვის
ლევან ნიკოლეიშვილი: დროა, აქაურმა ზნედაცემულმა აგენტურამ და მათმა უცხოელმა პატრონებმა შეიგნონ, რომ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში ვერ მუშაობს. ყოველი ასეთი მცდელობა კი საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს
არქივი