ლევან ნიკოლეიშვილი: დროა, აქაურმა ზნედაცემულმა აგენტურამ და მათმა უცხოელმა პატრონებმა შეიგნონ, რომ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში ვერ მუშაობს. ყოველი ასეთი მცდელობა კი საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 12 მარტი 2026, 22:02

მოსკოვის მექანიზმი წარმოადგენს საერთაშორისო პროცედურას, რომელიც გამოიყენება ადამიანის უფლებების შესაძლო სერიოზული დარღვევების შესასწავლად და შესაფასებლად. შესაბამისად, მის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტები და დასკვნები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ობიექტურობას მოითხოვს - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ.

მისი შეფასებით, ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში შედეგს ვერ გამოიღებს და მსგავსი მცდელობები საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს სახელმწიფოსა და ეროვნული ღირებულებების დაცვის საკითხში.

„ მოსკოვის მექანიზმი წარმოადგენს საერთაშორისო პროცედურას, რომელიც გამოიყენება ადამიანის უფლებების შესაძლო სერიოზული დარღვევების შესასწავლად და შესაფასებლად. შესაბამისად, მის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტები და დასკვნები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ობიექტურობას მოითხოვს. თუმცა, საქართველოში ჩამოსულმა ჯგუფმა საკუთარ შეფასებებში აღნიშნა, რომ ქვეყნის ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუმჯობესდება იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდება „გამჭვირვალობის კანონი“, ასევე "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონი. ამ შეფასებამ ბუნებრივად რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა გააჩინა: მხოლოდ ქართულ საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს უფლება იცოდეს, ვინ და რა მიზნებით აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში? ოჯახის ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვა ლგბტ-ს იდეოლოგიური ან პროპაგანდისტული ზეწოლისგან დაცვა მნიშვნელოვანი არ არის?

უმჯობესია, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შეფასებები ეფუძნებოდეს რეალურ გარემოებებსა და სამართლებრივ ანალიზს და არა წინასწარ ჩამოყალიბებულ, უცხოეთიდან ნაკარნახევ, გაუაზრებელ პოლიტიკურ ნარატივებს. დროა, აქაურმა ზნედაცემულმა აგენტურამ და მათმა უცხოელმა პატრონებმა შეიგნონ, რომ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში ვერ მუშაობს ყოველი ასეთი მცდელობა კი საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს, რომელიც უკვე მერამდენედ მტკიცედ იცავს საკუთარ სახელმწიფოსა და მის ეროვნულ ღირებულებებს“, - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი - კატარში, საამიროებსა და საუდის არაბეთში უკრაინელი სპეციალისტები გავგზავნეთ, რათა პარტნიორების ირანული საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარონ
ირანული მედია - გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე ცოცხალია
დავით ჩიხელიძე „მოსკოვის მექანიზმზე“: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის „შეხიდება“ - ეს არის გარედან მართული მცდელობა, შეიქმნას საფუძველი დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარებისთვის
ნინო ფოჩხუა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: არაფერი ახალი, მორიგი მცდელობა დესტრუქციისა და არეულობის შემოტანის ქვეყანაში, ისევ იმ წრეზე ტრიალი, რაც წინა ანგარიშებსა, თუ რეზოლუციებში იყო
თამთა მეგრელიშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს კლასიკური მაგალითია, თუ როგორ იქცევა საერთაშორისო ინსტიტუტი იდეოლოგიურ იარაღად - ანგარიში პირდაპირ ამბობს, საქართველო ისჯება ეროვნულო ინტერესების დაცვისთვის
არქივი