კატარში, საამიროებსა და საუდის არაბეთში უკრაინელი სპეციალისტები გავგზავნეთ, რათა პარტნიორების ირანული საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუმინეთის პრეზიდენტთან, ნიკუშორ დანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუმინეთმა და უკრაინამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს ბუქარესტში ხელი მოაწერეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეთანხმება დრონებისა და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობების ერთობლივ წარმოებას მოიცავს და მისი განხორციელება რუმინეთის ტერიტორიაზე იგეგმება.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას უნიკალური გამოცდილება აქვს ირანული „შაჰედების“ დრონებთან ბრძოლაში.
„ჩვენი გამოცდილება „შაჰედის“ დრონებთან ბრძოლაში უნიკალურია. არავის აქვს ასეთი გამოცდილება. დღეს ვესაუბრე ჩვენს ჯგუფს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს. ის იქ იმყოფება ჩვენს სამხედროებთან ერთად.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |