გოგა გულორდავა - მედიაში არსებული პრობლემები იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 13 მარტი 2026, 01:26

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავას განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო მიდგომის შედეგად გარანტირებულია მედიაპლურალიზმი და მრავალფეროვნება, თუმცა, მედიაში აშკარაა ისეთი გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც პირველ რიგში მაყურებელს აზიანებს და ზრდის პოლარიზაციას.

მისივე განცხადებით, აღნიშნული პრობლემები ასახულია ბევრ საერთაშორისო ანგარიშში.

„წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები და გამოწვევები გვაქვს. სამწუხაროდ, დღეს მედია გაჯერებულია ყალბი ამბებით, მიკერძოებული საინფორმაციო გადაცემებით, ფაქტის დამახინჯებით, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით პოლარიზაციის გაღვივებით, სიძულვილის ენის დათესვით, რაც საბოლოო ჯამში მედიის საზოგადოებაზე გავლენის მასშტაბიდან გამომდინარე, უკვე გასცდა იმ ჩარჩოებს, რასაც მედიაში არსებული გამოწვევა და პრობლემა ჰქვია. ის უკვე გადავიდა საზოგადოებაში. ნათლად ჩანს, რაოდენ პოლარიზებას ახდენს მედიიდან გამოწვეული ზეგავლენა უკვე საზოგადოებაში, თუ რაოდენ პოლარიზებულია საზოგადოება, რაოდენ მიუღებელი ხდება განსხვავებული აზრის გამოხატვა – რაზეც ვთანხმდებით, რომ ასე ვერ გაგრძელდება. ეს ყველაფერი ისახება საზოგადოებაზე და ზიანდება მაყურებელი, ზიანდება ჩვენი საზოგადოება. ამიტომ, რეგულაცია და მისი უმთავრესი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ამ მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ ჩვენი საზოგადოება“, –  განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის მთავრობამ 11 აპრილამდე რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა
ტყიბულის სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - კატარში, საამიროებსა და საუდის არაბეთში უკრაინელი სპეციალისტები გავგზავნეთ, რათა პარტნიორების ირანული საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარონ
ირანული მედია - გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე ცოცხალია
დავით ჩიხელიძე „მოსკოვის მექანიზმზე“: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის „შეხიდება“ - ეს არის გარედან მართული მცდელობა, შეიქმნას საფუძველი დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარებისთვის
არქივი