აშშ-ის მთავრობამ 11 აპრილამდე რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 13 მარტი 2026, 09:37

აშშ-ის მთავრობამ 11 აპრილამდე რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა. ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

საუბარია იმ ნავთობზე, რომელიც 12 მარტის მდგომარეობით გემებზეა დატვირთული და სარეალიზაციოდ არის გამზადებული.

ბესენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო „მსოფლიოს ენერგეტიკულ ბარზებზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და დაბალი ფასების შესანარჩუნებლად“.

მისი თქმით, სანქციების დროებითი მოხსნა რუსეთის მთავრობას ხელშესახებ შემოსავალს არ მოუტანს. აშშ-ის ხაზინის მდივნის განცხადებით, ნავთობზე ფასის ზრდა არის „მოკლევადიანი და დროებითი შეფერხება“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
ლიზა გეგეჭკორი: იგივე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ მოსკოვის მექანიზმს უჭერენ მხარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეშიო – გინდ მოსკოვის მექანიზმები მიიღონ და გინდ ბრიუსელის, ამ ქვეყანას ვეღარ მოაჯდებიან თავზე
დავით ქართველიშვილი: გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და კონფლიქტების ფონზე საქართველო ნელ-ნელა გადაიქცევა რეგიონული სტაბილურობის მთავარ კვანძად, მათ შორის იმ ევროპისთვის, რომლის მთავარი ამოცანა - საქართველოს ჩათრევაა „ეფშტეინის ცივილიზაციაში"
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ორი პირი დააკავა
არქივი