კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ორი პირი დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 13 მარტი 2026, 10:01

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2006 წელს დაბადებული ნ.გ. და 2007 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა, ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გასული წლის ზაფხულში, მამაკაცს - 1994 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს. აღნიშნული ფაქტიდან მალევე გ.გ.- მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.გ. და ნ.მ. ბრალდებულების სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181- ე, 157-ე პრიმა და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეუთოს 57 წევრიდან 32-მა ქვეყანამ ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას მხარი არ დაუჭირა. მათ შორის არიან აშშ, საფრანგეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი
„სიენენი“ - ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათში ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში 200-ზე მეტ სამიზნეზე განახორციელეს თავდასხმა
კაია კალასი: ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ აშშ-მა მკაფიოდ განაცხადა საკუთარი სურვილის შესახებ - გაყოს ევროპა. მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
მაჭარაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: მე-20 საუკუნეში ძალით შემოვიდნენ და წაგვართვეს სუვერენიტეტი და ახლა, 21-ე საუკუნეში გვეუბნებიან, შენი ნებით გადმოგვეცი სუვერენიტეტიო. ასეთი ტიპის ანგარიშს არანაირი ღირებულება არ გააჩნია
დონალდ ტრამპი - ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახავთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება
არქივი