ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 13 მარტი 2026, 10:46

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1979 წელს დაბადებული რ.ჰ. და 1977 წელს დაბადებული მ.ბ. სხვადასხვა დროს, ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეუთოს 57 წევრიდან 32-მა ქვეყანამ ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას მხარი არ დაუჭირა. მათ შორის არიან აშშ, საფრანგეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი
„სიენენი“ - ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათში ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში 200-ზე მეტ სამიზნეზე განახორციელეს თავდასხმა
კაია კალასი: ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ აშშ-მა მკაფიოდ განაცხადა საკუთარი სურვილის შესახებ - გაყოს ევროპა. მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
მაჭარაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: მე-20 საუკუნეში ძალით შემოვიდნენ და წაგვართვეს სუვერენიტეტი და ახლა, 21-ე საუკუნეში გვეუბნებიან, შენი ნებით გადმოგვეცი სუვერენიტეტიო. ასეთი ტიპის ანგარიშს არანაირი ღირებულება არ გააჩნია
დონალდ ტრამპი - ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახავთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება
არქივი