დავით ქართველიშვილი: გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და კონფლიქტების ფონზე საქართველო ნელ-ნელა გადაიქცევა რეგიონული სტაბილურობის მთავარ კვანძად, მათ შორის იმ ევროპისთვის, რომლის მთავარი ამოცანა - საქართველოს ჩათრევაა „ეფშტეინის ცივილიზაციაში"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 13 მარტი 2026, 10:56
„საქართველოს გარეშე არცერთი დერეფანი, რომელიც შავ ზღვასა და შემდეგ ევროპას უკავშირდება, პრაქტიკულად ვერ იფუნქციონირებს. ამიტომაც რეგიონში სატრანსპორტო მარშრუტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საფრთხე განსაკუთრებული სიფრთხილით აღიქმება,“ -  წერს სოციალურ ქსელში ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. 

ექსპერტი აღნიშნავს, რომ რეგიონის ეკონომიკური და ლოჯისტიკური არქიტექტურა სულ უფრო მჭიდროდ იკვრება საქართველოს გარშემო და ამას მეზობელი ქვეყნებიც აღიარებენ. ქართველიშვილი წერს, რომ თბილისი უკვე აღარ არის მხოლოდ ტრანზიტული ტერიტორია და ის რეგიონის ერთ-ერთ მთავარ ინფრასტრუქტურულ ცენტრად ყალიბდება.


„სანამ „მოსკოველმა მექანიზატორებმა" მოგვიწოდეს „ეფშტეინის ცივილიზაციასთან" ნებაყოფლობითი მიერთება - ბოლო 24 საათის მოვლენებმა სამხრეთ კავკასიაში კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთი მარტივი, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეალობა: რეგიონის ეკონომიკური და ლოჯისტიკური არქიტექტურა სულ უფრო მჭიდროდ იკვრება საქართველოს გარშემო. 

რუსეთის მარცვლეულის მორიგი პარტია (22 ათასი ტონა), რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით სომხეთში გადავიდა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სავაჭრო ოპერაციად შეიძლება ჩანდეს. თუმცა, რეალურად საქმე გვაქვს რეგიონული ლოჯისტიკის ახალი სქემის ჩამოყალიბებასთან, სადაც ერთმანეთთან რთულ პოლიტიკურ ურთიერთობებში მყოფ ქვეყნებსაც კი უწევთ ინფრასტრუქტურის გამოყენება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. 

ამავე დროს, სულ უფრო ძლიერდება საუბარი სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო კომუნიკაციებზე, როგორც მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის საფუძველზე. ბაქოში სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ სწორედ ტრანსპორტი და ტრანზიტი შეიძლება გახდეს ის ფაქტორი, რომელიც რეგიონს საბოლოოდ გადააქცევს კონფლიქტების ზონიდან - საერთაშორისო ვაჭრობის სივრცედ. და ამ კონფიგურაციაში არსებობს მთავარი ობიექტური გეოგრაფია, რომელსაც ვერც ერთი „მექანიზატორი" ვერ გადალახავს: საქართველოს გარეშე არცერთი დერეფანი, რომელიც შავ ზღვასა და შემდეგ ევროპას უკავშირდება, პრაქტიკულად ვერ იფუნქციონირებს. ამიტომაც რეგიონში სატრანსპორტო მარშრუტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საფრთხე განსაკუთრებული სიფრთხილით აღიქმება.

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული დარტყმების შემდეგ, კომუნიკაციების დაცვის თემა კვლავ წინა პლანზე გამოვიდა, ხოლო ბაქოსა და თბილისს შორის პოლიტიკური კოორდინაცია შესამჩნევად გააქტიურდა. საქართველოსთვის ეს მხოლოდ მეზობელი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხი არ არის - ეს მისი საკუთარი ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხიცაა, რადგან დერეფნების სტაბილურობა პირდაპირ არის დაკავშირებული ტრანზიტულ შემოსავლებთან და საერთაშორისო პროექტებთან, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე გადის. შედეგად იქმნება პარადოქსული, მაგრამ საკმაოდ ნათელი სურათი: გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და კონფლიქტების ფონზე სწორედ საქართველო ნელ-ნელა გადაიქცევა რეგიონული სტაბილურობის მთავარ კვანძად, მათ შორის იმ ევროპისთვის, რომლის მთავარი ამოცანა - საქართველოს ჩათრევაა „ეფშტეინის ცივილიზაციაში". 
დღეს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გადის ტვირთები, რომლებიც ერთმანეთთან რთულ ურთიერთობებში მყოფ ქვეყნებსაც კი აკავშირებს, ხოლო კომუნიკაციების უსაფრთხოება საქართველოს გარშემო მთელი სამხრეთ კავკასიისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხად იქცევა. ამ ახალ რეალობაში თბილისი უკვე აღარ არის მხოლოდ ტრანზიტული ტერიტორია - ის რეგიონის ერთ-ერთ მთავარ ინფრასტრუქტურულ ცენტრად ყალიბდება,“ -  წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეუთოს 57 წევრიდან 32-მა ქვეყანამ ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას მხარი არ დაუჭირა. მათ შორის არიან აშშ, საფრანგეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი
„სიენენი“ - ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათში ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში 200-ზე მეტ სამიზნეზე განახორციელეს თავდასხმა
კაია კალასი: ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ აშშ-მა მკაფიოდ განაცხადა საკუთარი სურვილის შესახებ - გაყოს ევროპა. მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
მაჭარაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: მე-20 საუკუნეში ძალით შემოვიდნენ და წაგვართვეს სუვერენიტეტი და ახლა, 21-ე საუკუნეში გვეუბნებიან, შენი ნებით გადმოგვეცი სუვერენიტეტიო. ასეთი ტიპის ანგარიშს არანაირი ღირებულება არ გააჩნია
დონალდ ტრამპი - ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახავთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება
არქივი