ლიზა გეგეჭკორი: იგივე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ მოსკოვის მექანიზმს უჭერენ მხარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეშიო – გინდ მოსკოვის მექანიზმები მიიღონ და გინდ ბრიუსელის, ამ ქვეყანას ვეღარ მოაჯდებიან თავზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 13 მარტი 2026, 11:01
იგივე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ მოსკოვის მექანიზმს უჭერენ მხარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეში, კლინიკაში გადაიყვანეთო და ამ დროს სააკაშვილი კლინიკაში იყო, კარგად ვიცით ქართველებმა ამ ხალხის ზრახვები და მიზნები, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში. 

ლიზა გეგეჭკორის განცხადებით,  საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს მმართველ ძალას და ქვეყნის დასაცავად  ქართველი  ერი  უკან დახევას არ აპირებს. 

„იგივე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ მოსკოვის მექანიზმს უჭერენ მხარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეში, კლინიკაში გადაიყვანეთო და ამ დროს სააკაშვილი კლინიკაში იყო, კარგად ვიცით ქართველებმა ამ ხალხის ზრახვები და მიზნები, გინდ მოსკოვის მექანიზმები მიიღონ და გინდ ბრიუსელის, მითქვამს და ვიმეორებ, ამ ქვეყანას ვეღარ მოაჯდებიან თავზე, არავინ არ აპირებს უკან დახევას, საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი ვუდგავართ ჩვენს მთავრობას გვერდში ჩვენი პატარა, მაგრამ მრავალჭირნახული ქვეყნის დაცვის საქმეში!“- წერს ლიზა გეგჭკორი. 

ცნობისთვის, ეუთო-მ  12 მარტს გამოაქვეყნა მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, რომლის თანახმადაც  საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმების რეკომენდაცია მიეცა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეუთოს 57 წევრიდან 32-მა ქვეყანამ ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას მხარი არ დაუჭირა. მათ შორის არიან აშშ, საფრანგეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი
„სიენენი“ - ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათში ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში 200-ზე მეტ სამიზნეზე განახორციელეს თავდასხმა
კაია კალასი: ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ აშშ-მა მკაფიოდ განაცხადა საკუთარი სურვილის შესახებ - გაყოს ევროპა. მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
მაჭარაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: მე-20 საუკუნეში ძალით შემოვიდნენ და წაგვართვეს სუვერენიტეტი და ახლა, 21-ე საუკუნეში გვეუბნებიან, შენი ნებით გადმოგვეცი სუვერენიტეტიო. ასეთი ტიპის ანგარიშს არანაირი ღირებულება არ გააჩნია
დონალდ ტრამპი - ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახავთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება
არქივი