დონალდ ტრამპი - ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახავთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 13 მარტი 2026, 11:14

ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, სამხედრო, ეკონომიკური და სხვა კუთხით, თუმცა წარუმატებელ „ნიუ-იორკ თაიმსს“ თუ წაიკითხავთ, შეიძლება, იფიქროთ, რომ ჩვენ არ ვიმარჯვებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღარ არსებობს ირანის საზღვაო და საჰაერო ძალები, განადგურებულია რაკეტები, დრონები და ყველაფერი, მათი ლიდერები კი ცოცხლები აღარ არიან.

„ჩვენ გვაქვს შეუდარებელი სამხედრო ძალა, შეუზღუდავი საბრძოლო მასალა და საკმარისი დრო. ნახავთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს. ისინი 47 წელია, მსოფლიოში უდანაშაულო ადამიანებს კლავენ და ახლა მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, ვკლავ მათ. დიდი პატივია ამის გაკეთება“, – წერს ტრამპი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგოს გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ
არჩილ გორდულაძე - დასკვნას 24 ქვეყანა უჭერს მხარს, 32 ქვეყანა კი - არა, მათ შორის არც საფრანგეთი და აშშ, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ქვეყანა დაუჭერს მხარს ამ დაუსაბუთებელ ე.წ. დასკვნას
არჩილ გორდულაძე - არსებობენ ძალები, რომელთაც ამ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვა უნდათ, გადაწყვიტონ, რა არის საქართველოსთვის კარგი და ცუდი, რასაც ევროპარლამენტიდან ვხედავთ
ეუთოს 57 წევრიდან 32-მა ქვეყანამ ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას მხარი არ დაუჭირა. მათ შორის არიან აშშ, საფრანგეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი
„სიენენი“ - ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათში ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში 200-ზე მეტ სამიზნეზე განახორციელეს თავდასხმა
არქივი