ასეთი ტიპის ანგარიშს არანაირი ღირებულება არც „ხალხის ძალისთვის“, არც ხელისუფლებისთვის და მით უფრო არც ქართველი ხალხისთვის არ გააჩნია, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მან ამგვარად შეაფსა „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში, რომელიც საქართველოში რამდენიმე კანონის გაუქმებას მოითხოვს.
„დღესაც ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ ჩანს, რას გვეუბნებიან - პირდაპირ გვეუბნებიან, „სამშობლოს ღალატის მუხლი ამოიღე“ ანუ შეიძლება, სამშობლოს ღალატი იყოს, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა. „გააუქმე გამჭვირვალობა“ იმიტომ, რომ უცხოური ძალების შავი ფული შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში და როცა დასჭირდებათ, უნდა აგაყირაონ. „გააუქმე ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი“ ანუ ოჯახის ინსტიტუტს დაესხნენ თავს, „დააკანონე კაცების ქორწინება“.
ანუ რეალურად გეუბნებიან, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი გააუქმე და გადმოგვეცი ჩვენ. მთელი ჩვენი ისტორია არის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. მე-20 საუკუნეში ძალით შემოვიდნენ და წაგვართვეს სუვერენიტეტი და ახლა, 21-ე საუკუნეში გვეუბნებიან, შენი ნებით გადმოგვეცი სუვერენიტეტიო. ბუნებრივია, ასეთი ტიპის ანგარიშს არანაირი ღირებულება არც „ხალხის ძალისთვის“, არც ხელისუფლებისთვის და მით უფრო არც ქართველი ხალხისთვის არ გააჩნია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
გამოქვეყნდა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას, სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |