56
13 მარტი 2026, 11:34
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში 200-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.
განცხდებაში ნათქვამია, რომ თავდასხმების სამიზნე იყო ბალისტიკური რაკეტების გამშვები სისტემები, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და იარაღის წარმოების ობიექტები.
როგორც „სიენენი“ წერს, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანში, ისპაჰანსა და ირანის სხვა ქალაქებში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |