არჩილ გორდულაძე - დასკვნას 24 ქვეყანა უჭერს მხარს, 32 ქვეყანა კი - არა, მათ შორის არც საფრანგეთი და აშშ, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ქვეყანა დაუჭერს მხარს ამ დაუსაბუთებელ ე.წ. დასკვნას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 13 მარტი 2026, 12:51

მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნას 24 ქვეყანა უჭერს მხარს, 32 ქვეყანა კი არ უჭერს, მათ შორის არც საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ქვეყანა დაუჭერს, თუ არ დაუჭერს მხარს აბსოლუტურად დაუსაბუთებელ, ე.წ. დასკვნას.

„ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ეს დასკვნა სადაო საკითხებით არის წარმოდგენილი. დადასტურებულ ფაქტებად არის წარმოჩენილი ისეთი საკითხები, რომელიც ფიზიკურად ბუნებაში არ არსებობს, მაგალითად, მოწამვლის საქმეები. ამ საკითხზე გამოძიება ჩატარებულია და ერთი დიდი წერტილია დასმული. ვინმეს თუ რაიმე კითხვა აქვს, შეუძლია, უსაფრთხოების სამსახურს მიმართოს და შესაბამისს მასალებზე წვდომას მიიღებენ, მაგრამ სიმართლის დადგენა არავის სჭირდება, მთავარია პროპაგანდა და პროპაგანდის მანქანის ამოქოქვა, რომელიც კოლექტუურ „ნაცმოძრაობას“ აქვს ამოქოქილი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი - თავად ხოშტარია აღიარებს, რომ დიახ, რუსეთიდან რუბლებს იღებს და ეს მარკეტა გრეგოროვამ, მისმა დაქალმა თუ არ იცის, ახლა რა ვქნათ, მათ ურთიერთობაში ვერ ჩავერევით
დიმიტრი სამხარაძე „მოსკოვის მექანიზმზე“: კიდევ ერთხელ, ღიად დაადასტურეს, რომ ქართველი ერის განადგურების სურვილი აქვთ. ვეზიზღებით, რადგან ომი არ დავიწყეთ! გარყვნილობა ავკრძალეთ, სიმართლე დავაკანონეთ- ვეზიზღებით, რომ არ ვემონებით
დავით ქართველიშვილი: თბილისმა ფაქტობრივად, ჩამოაყალიბა რეგულირების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მოდელი ევროპულ სივრცეში ავტორიტარული სისტემების გარეთ და იქცა კონსერვატიული საკანონმდებლო პოლიტიკის ერთგვარ ფლაგმანად
ლევან მახაშვილი: „მოსკოვის მექანიზმს“ არანაირი საერთო არ აქვს ჰააგის სასამართლოსთან, ამ ეტაპზე ჰააგაში რაიმეს გადამისამართება ღიმილის მომგვრელია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს
ტიერი მარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს უცხო ქვეყნის საქმეებში ჩარევაა - დარწმუნებული ვარ, მალე გნახავთ მე-10 რეზოლუციის განხილვაზე, რადგან ეს არ დასრულდება იქამდე, სანამ არ იქნება ხელისუფლება, რომელიც ევროკავშირის ხაზს მიჰყვება
არქივი