დიმიტრი სამხარაძე „მოსკოვის მექანიზმზე“: კიდევ ერთხელ, ღიად დაადასტურეს, რომ ქართველი ერის განადგურების სურვილი აქვთ. ვეზიზღებით, რადგან ომი არ დავიწყეთ! გარყვნილობა ავკრძალეთ, სიმართლე დავაკანონეთ- ვეზიზღებით, რომ არ ვემონებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 13 მარტი 2026, 14:07

მალე გვეტყვიან, რომ ქართველებმა არ ილოცოთ და საპატრიარქო გააუქმეთო! ღირსება უნდა წაგართვათ ქართველებს, რჯული გადაგიშენოთ, წინაპრები დაგავიწყოთ და მომავალი წაგართვათო! სხვანაირად ამათი მოთხოვნები არ იკითხება !!- წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის შესახებ.

„მალე გვეტყვიან, რომ ქართველებმა არ ილოცოთ და საპატრიარქო გააუქმეთო! ღირსება უნდა წაგართვათ ქართველებს, რჯული გადაგიშენოთ, წინაპრები დაგავიწყოთ და მომავალი წაგართვათო! სხვანაირად ამათი მოთხოვნები არ იკითხება !!

როდესაც ერს, დაკანონებული აქვს ბავშვებში გარყვნილების პროპაგანდა, სქესის გადაკეთება და არჩეული აქვს სიმართლე დაკარგული და უსამშობლო გადამთიელის მონობა, იქ არც რწმენაა და მითუმეტეს არც უფალი !!

სიმართლეს რომ იცავს თქვენს ქვეყანაში, ის კანონიც გააუქმეთო. ჭეშმარიტებას რომ დაკარგავს ერი, მერე ის იარსებებს დღეს, კიდევ ერთხელ, ღიად, დაუფარავად დაადასტურეს, რომ საქართველოს და ქართველი ერის განადგურების სურვილი აქვთ. ვეზიზღებით, რადგან ომი არ დავიწყეთ! გარყვნილობა ავკრძალეთ, სიმართლე დავაკანონეთ! ვეზიზღებით, რომ არ ვემონებით, ვერ მოახერხეს სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირება, აქაური მყრალი მანქურთების ხელისუფლებაში მობრუნება!

რა არის ჩემი სიცოცხლე, თუ რწმენას, ღირსებას, შვილების მომავალს დავკარგავ? ფუჭ არსებად ვიქცევი, აი ისეთად, პარლამენტის წინ რომ ყრია, მონა გადამთიელის უსამშობლო მანქურთად!

ამიტომ, სიცოცხლის ბოლომდე დავიცავთ ჩვენს სამშობლოს, რწმენას, მშვიდობას და მომავალ თაობას!
საქართველოს ვერ დააჩოქებთ“- წერს სამხარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატო-ს სამხედრო ძალებმა თურქეთის საჰაერო სივრცესთან ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს
კახა კალაძე თინა ხიდაშელის ჩეხეთში რეგისტრირებული NGO-ს თაობაზე: თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია, ომში, ხელისუფლებისგან ითხოვს მწვავე რეაქციებს ირანის მიმართ, რაც ქვეყნისთვის პირდაპირი საფრთხეა. პარალელურად, ოპოზიცია ხალხს ეუბნება - ირანში რუსეთი მარცხდება, რეალურად კი, რუსეთს ნავთობზე სანქციები მოეხსნა - ტყუილი და უმეცრება ოპოზიციის უცვლელი ხაზია!
დონალდ ტრამპი - არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ქალი და კაცი
არქივი