Reuters - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 13 მარტი 2026, 14:20

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორების განცხადებით, დაიწყეს გამოძიება იმის შესახებ, ჩაიდინა თუ არა ბელარუსის მთავრობამ დანაშაულები, რამაც მისი ოპონენტების დეპორტაცია გამოიწვია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის, მაგრამ საქმე ლიეტუვამ აღძრა, რომელიც ამ სასამართლოს წევრია.

ლიეტუვამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურისგან მოითხოვა, გამოიძიოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები ბელარუსში და აღნიშნა, რომ სავარაუდო დანაშაულების ელემენტების ნაწილი ლიეტუვის ტერიტორიაზე ჩაიდინეს, რომელიც სასამართლოს წევრია.

პროკურორებმა დაადგინეს, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ სავარაუდო დანაშაულების ნაწილი ლიეტუვის ტერიტორიაზე ჩაიდინა, რაც მათ გამოძიების ჩატარების იურისდიქციას ანიჭებს.

პროკურორების განმარტებით, არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ბელარუსის ქმედებები მიმართული იყო მთავრობის „ფაქტობრივი ან სავარაუდო ოპონენტების“ წინააღმდეგ.

„ასევე არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეს დანაშაულები ჩადენილი იქნა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი და სისტემატური თავდასხმის ფარგლებში, მათი მასშტაბის, მსხვერპლთა რაოდენობისა და ქმედებების ორგანიზებული ხასიათის გათვალისწინებით“, - განაცხადეს სასამართლოს პროკურორებმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატო-ს სამხედრო ძალებმა თურქეთის საჰაერო სივრცესთან ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს
კახა კალაძე თინა ხიდაშელის ჩეხეთში რეგისტრირებული NGO-ს თაობაზე: თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია, ომში, ხელისუფლებისგან ითხოვს მწვავე რეაქციებს ირანის მიმართ, რაც ქვეყნისთვის პირდაპირი საფრთხეა. პარალელურად, ოპოზიცია ხალხს ეუბნება - ირანში რუსეთი მარცხდება, რეალურად კი, რუსეთს ნავთობზე სანქციები მოეხსნა - ტყუილი და უმეცრება ოპოზიციის უცვლელი ხაზია!
დონალდ ტრამპი - არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ქალი და კაცი
არქივი