დონალდ ტრამპი - არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ქალი და კაცი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 13 მარტი 2026, 14:22

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ქალი და კაცი.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილებით, ბიოლოგიურ მამაკაცებს ქალთა სპორტში ასპარეზობა აეკრძალებათ.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, „რესპუბლიკელების“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტში სახელად „გადაარჩინე ამერიკა“, ასევე გათვალისწინებულია ბავშვთა სქესის შეცვლის ოპერაციების აკრძალვა.

„ხელი მოვაწერე აღმასრულებელ ბრძანებას, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. ვფიქრობ, არც პირველ ლედის, არც არავის ექნება ამასთან დაკავშირებით პრობლემა, რომ მხოლოდ ორი სქესი გვაქვს. მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ ამერიკა არ დაუშვებს 2028 წლის ოლიმპიადაზე მამაკაცების ასპარეზობას ქალების წინააღმდეგ. ჩვენ ასევე არ გვსურს ტრანსგენდერობის გამო ბავშვთა სქესობრივი დასახიჩრება“, - განაცხადა ტრამპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატო-ს სამხედრო ძალებმა თურქეთის საჰაერო სივრცესთან ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს
კახა კალაძე თინა ხიდაშელის ჩეხეთში რეგისტრირებული NGO-ს თაობაზე: თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია, ომში, ხელისუფლებისგან ითხოვს მწვავე რეაქციებს ირანის მიმართ, რაც ქვეყნისთვის პირდაპირი საფრთხეა. პარალელურად, ოპოზიცია ხალხს ეუბნება - ირანში რუსეთი მარცხდება, რეალურად კი, რუსეთს ნავთობზე სანქციები მოეხსნა - ტყუილი და უმეცრება ოპოზიციის უცვლელი ხაზია!
Reuters - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო
არქივი