POLITICO: ევროკომისარ მარტა კოსს კვლავ უყენებენ ბრალდებებს, რომ 1980-იან წლებში იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 13 მარტი 2026, 17:12

გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს ახალი ბრალდებები წაუყენეს, რომ ის 1980-იან წლებში იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა. გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ეს საკითხი გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ახალი მტკიცებულებები აქვს.

ბრალდებები, რომლებიც პირველად 2024 წელს ევროპარლამენტში სლოვენიელი კომისრის დამტკიცების მოსმენაზე გაჟღერდა და რომლებიც კოსმა მაშინ უარყო, ისევ წამოიჭრა სლოვენიაში 22 მარტის არჩევნების წინ და ამჯერად, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის პარტიაც უჭერს მხარს.

POLITICO-ს ცნობით, სლოვენიელმა ევროპარლამენტარმა რომანა ტომცმა, ცენტრისტულ-მემარჯვენე ევროპული სახალხო პარტიის (ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ჯგუფი) ვიცე-პრეზიდენტმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ კომისიას წერილით მიმართა. წერილში ის ამტკიცებს, რომ აქვს ახალი მტკიცებულებები კოსის იუგოსლავიის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობის შესახებ და მოითხოვს გამოძიების დაწყებას.

ტომცმა POLITICO-ს განუცხადა, რომ კოსი გულწრფელი არ იყო, როდესაც "ამტკიცებდა, რომ საიდუმლო სამსახურთან არ თანამშრომლობდა" და "ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით რაღაც უნდა გაკეთდეს".

EPP-ის წარმომადგენელმა განაცხადა: "რომანა ტომცი მუდმივად აწვდიდა EPP-ის ჯგუფს ინფორმაციას კომისარ მარტა კოსთან დაკავშირებული უახლესი გამოვლენების შესახებ. ჯგუფი საკითხს ყურადღებით შეისწავლის. ამ ეტაპზე აღვნიშნავთ, რომ კომისარ კოსს ეს ახალი გამოვლენები არ უარუყვია. ახლა ბურთი მის მოედანზეა".

კოსმა POLITICO-ს არაერთ თხოვნას კომენტართან დაკავშირებით, არ უპასუხა, თუმცა, ევროკომისიის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ კოსმა "კომისრად დანიშვნამდე გაიარა შემოწმების ვრცელი და საფუძვლიანი პროცესი" და დასძინა, რომ ევროპარლამენტმა "კომისარ კოსის დანიშვნა იმავე პროცედურით დაამტკიცა, როგორც ყველა 27 კომისრის შემთხვევაში".

კომისრის ოფისთან დაახლოებულმა პირმა, რომელმაც ანონიმურად საუბარი ისურვა ბრალდებების სენსიტიურობის გამო, POLITICO-ს უთხრა: "ის (კოსი) კარგად აცნობიერებს, რომ პოლიტიკური ოპონენტები ამგვარ საკითხებს სლოვენიის არჩევნებში ქულების დასაწერად გამოიყენებენ, თუმცა ის სრულად კონცენტრირებულია თავის საქმეზე, როგორც გაფართოების კომისარი".

კოსი ორშაბათს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე წარდგება გაფართოების საკითხზე სასაუბროდ და მოსალოდნელია, რომ ბრალდებებთან დაკავშირებულ კითხვებსაც უპასუხებს.

ევრიოპარლამენტარმა ტომცმა, სლოვენიელი ავტორის, იგორ ომერზას წიგნი წარადგინა, სადაც წარმოდგენილი იყო დოკუმენტები, რომლებიც, მათი თქმით, ადასტურებდა კოსის იუგოსლავიის სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: დასრულდა ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები - ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე
ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: თავისივე რეპუტაციას ინადგურებენ იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას საწვავი მიაწოდონ
პიტ ჰეგსეთი - ირანის ყველა თავდაცვითი კომპანია მალე განადგურდება - მოჯტაბა ხამენეი დაჭრილი და სავარაუდოდ, დასახიჩრებულია
შაკო ჩაჩანიძე: მაკა ანდრონიკაშვილად რომ მოაქვს თავი და თავადობას იჩემებს? სინამდვილეში არის მაკა ნაბიჭვრიშვილი და გვარი აქვს გადაკეთებული. განა გვარზე დავცინი, იმას გეუბნებით, რომ ქალს საკუთარი გვარის და წარმომავლობის რომ შერცხვება, ის ყველაფერზეა წამსვლელი
პროკურატურამ მსჯავრდებულ ირაკლი დიასამიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
არქივი