59
13 მარტი 2026, 17:44
პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ანდრონიკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ მას გვარი შეცვლილი აქვს და სინამდვილეში, ნაბიჭვრიშვილია და არა ანდრონიკაშვილი.
როგორც ჩაჩანიძე ამბობს, ქალს რომ საკუთარი გვარის და წარმომავლობის შერცხვება, ის ყველაფერზეა წამსვლელი შემდეგ.
„ეს ნოდარ მელაძის ზონდერი გეცნობათ ალბათ, ხომ? მაკა ანდრონიკაშვილად რომ მოაქვს თავი და თავადობას იჩემებს? სინამდვილეში ეს არის მაკა ნაბიჭვრიშვილი და გვარი აქვს გადაკეთებული. განა გვარზე დავცინი, ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც ნაბიჭვრიშვილია გვარად და ღირსეული მოქალაქეა - მე იმას გეუბნებით, რომ ქალს რომ საკუთარი გვარის და წარმომავლობის შერცხვება, ის ყველაფერზეა წამსვლელი შემდეგ. გემოვნება კი ჰქონია, ადგა და ეგრევე თავადურ გვარს ეცა“- წერს ჩაჩანიძე.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |