პიტ ჰეგსეთი - ირანის ყველა თავდაცვითი კომპანია მალე განადგურდება - მოჯტაბა ხამენეი დაჭრილი და სავარაუდოდ, დასახიჩრებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 13 მარტი 2026, 17:46

ირანის ყველა თავდაცვითი კომპანია ძალიან მალე განადგურდება, - ამის შესახებ აშშ-ის ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მაგალითად, ორი დღის წინანდელი მდგომარეობით, ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების მთელი სიმძლავრე, ყველა კომპანია, რომელიც ამ რაკეტების კომპონენტებს აწარმოებს, ფუნქციურად განადგურებულია. შენობები, კომპლექსები და ქარხნული ხაზები მთელ ირანში განადგურებულია“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.

მისი თქმით, დღეს აშშ დარტყმების ყველაზე დიდ რაოდენობას განახორციელებს.

ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი „დაჭრილი და სავარაუდოდ დასახიჩრებულია“.

„მან გუშინ განცხადება გაავრცელა. სინამდვილეში, სუსტი განცხადება, მაგრამ არც ხმა და არც ვიდეო არ იყო. ეს იყო წერილობითი განცხადება.

„ირანს უამრავი კამერა და ხმის ჩამწერი აქვს. რატომ წერილობითი განცხადება? ვფიქრობ, იცით, რატომ. მისი მამა გარდაცვლილია. ის შეშინებულია, დაჭრილია, გაქცეულია და ლეგიტიმაცია აკლია“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი