CNN: ირანის ომში დაღუპულთა რიცხვი 2 000-ს გადაცდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 13 მარტი 2026, 21:54

CNN-ის შეფასებით, ირანში მიმდინარე ომის შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი - მათ შორის სამოქალაქო პირები და სამხედრო პერსონალი - დაიღუპა, კონფლიქტი კი უკვე მე-14 დღეა გრძელდება.

კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, ირანში 1 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - განაცხადა ოთხშაბათს ირანის ელჩმა გაეროში.

უფრო ახალი მონაცემებით, რომლებიც აშშ-ში ბაზირებულმა „ადამიანის უფლებათა დამცველთა საინფორმაციო სააგენტომ“ (HRANA) გავრცელა, ეს რიცხვი ბევრად მაღალია.

მათი შეფასებით, დაღუპულია სულ მცირე 1 858 ადამიანი, მათ შორის როგორც სამოქალაქო პირები, ასევე სამხედროები.

ირანის ხელისუფლებას ოფიციალური მონაცემები ერთ კვირაზე მეტია არ განუახლებია.

ლიბანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტროს პარასკევის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ქვეყანაზე იერიშები დაიწყო, სულ მცირე, 773 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის 103 ბავშვია.

ისრაელში, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი ისრაელელი ჯარისკაცი, რომლებიც სამხრეთ ლიბანში დაიღუპნენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, ჯამში აშშ-ის შეიარაღებული ძალების 13 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მათ შორის არის ექვსი სამხედრო, რომლებიც ხუთშაბათს, ერაყში, საწვავის გადამზიდი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The New York Times: აშშ-ის გადაწყვეტილებამ რუსულ ნავთობზე გარკვეული შეზღუდვების დროებით მოხსნის შესახებ, კრემლს გეოპოლიტიკური გამარჯვება მოუტანა
ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში რეზა ფეჰლევის შეხვდა
პაატა სალია „ილი ჯგუფის“ შესახებ: მათთან ხელშეკრულება შეწყდა - სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა
პაატა სალია - ჩვენი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სწრაფი, მარტივი და კომფორტული წვდომა სახელმწიფო სერვისებზე
ლევან მაჭავარიანი მდიდარ NGO-ებზე: ისინი ისეთ საქმეში იღებენ ფულს, რომელიც არის პირდაპირ მტრული საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის. გამკაცრებული გრანტების შესახებ კანონით ეს ე.წ. შავი ხვრელიც ამოვავსეთ და მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება
არქივი