უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ირანის ყოფილი შაჰის ვაჟს რეზა ფეჰლევის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„პარიზში გადასახლებულ ირანის მემკვიდრე პრინცს, რეზა ფეჰლევის შევხვდი. დეტალურად განვიხილეთ ირანსა და რეგიონში არსებული ვითარება, ისევე როგორც ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაცია. მემკვიდრე პრინცმა და მისმა გუნდმა სიგნალების შესახებ შემატყობინეს, რომლებსაც ქვეყნის შიგნიდან იღებენ. რეჟიმის იერარქიამ ნამდვილად უკვე მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ირანულმა რეჟიმმა აქედან ვერაფერი ვერ მოიპოვოს და ირანელ ხალხს საკუთარი სიცოცხლის უფრო დიდი დაცვა და საკუთარი ბედის განსაზღვრისთვის მეტი შესაძლებლობები ჰქონდეთ. ვისაუბრეთ თუ როგორ შეუძლია საერთაშორისო ზეწოლასა და ერთობლივ ძალისხმევებს ამის მიღწევაში დახმარება.
უკრაინას ნამდვილად სურს თავისუფალი ირანის დანახვა, რომელიც არ ითანამშრომლებს რუსეთთან და არ მოახდენს ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და მსოფლიოს დესტაბილიზაციას. მადლობელი ვარ მემკვიდრე პრინცის მისი ცხადი გარანტიებისთვის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში. ჩვენი გუნდები კომუნიკაციას შეინარჩუნებენ“, - წერს ზელენსკი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |