The Wall Street Journal: პენტაგონს ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა დამატებითი ქვედანაყოფები და სამხედრო ხომალდები გადაჰყავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 14 მარტი 2026, 01:06

პენტაგონს ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა დამატებითი ქვედანაყოფები და სამხედრო ხომალდები გადაჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა დააკმაყოფილა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მოთხოვნა საექსპედიციო დარტყმითი ჯგუფისა და მასთან არსებული საზღვაო ქვეითთა ექსპედიციური ქვედანაყოფის გაგზავნის შესახებ.

ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნული შენაერთი, როგორც წესი, რამდენიმე სამხედრო ხომალდისგან, 5 000 საზღვაო ქვეითისა და მეზღვაურისგან შედგება.

ოფიციალური პირების განცხადებით, იაპონიაში ბაზირებული ხომალდი USS Tripoli და მასზე მიმაგრებული საზღვაო ქვეითები ახლა ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართებიან. მათივე თქმით, საზღვაო ქვეითები უკვე იმყოფებიან რეგიონში და მხარს უჭერენ ირანის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციას.

ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც ჰორმუზის სრუტეზე ირანის თავდასხმებმა ამ სტრატეგიულ სანაოსნო გზაზე მოძრაობა პარალიზებული გახადა. ამან შეაფერხა გლობალური ეკონომიკა, გამოიწვია საწვავის ფასების ზრდა და პრეზიდენტ ტრამპის წინაშე სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური გამოწვევა წარმოშვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი