ხუნდაძე WIN | Worldwide Independent Network of MR & OP-ის კვლევაზე: ერთ-ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 14 მარტი 2026, 14:07

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ქალების უსაფრთხოების თემაზე საერთაშორისო კვლევის შედეგებს ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კვლევის შედეგები ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მაღალი მაჩვენებლითაა განპირობებული.

დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და გენდერული კუთხით საფრთხე არავის ემუქრება.

„ეს მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, საერთო მუშაობის შედეგია, მაგრამ მეტწილად სამართალდამცავების საქმიანობის დამსახურებაა, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგზე არიან უშუალოდ პასუხისმგებლები და ეს წესრიგი საქართველოში იგრძნობა.

ეს კვლევაც ერთ-ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და როდესაც ქალბატონები აქ თავს გრძნობენ ყველაზე უსაფრთხოდ, ერთ-ერთ მანიშნებელია იმისა, რომ არავის საქართველოში არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ასევე, არავითარი საჭიროება არ არსებობს იმის, რომ გვქონდეს გენდერული რეგულაცია, და კვოტები შემოვიღოთ იმისთვის, რომ ქალთა მონაწილეობა ან ქალთა უსაფრთხოება ამ გზით იქნას პრიორიტეტში აყვანილი ან დასაცავი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციისთვის, WIN | Worldwide Independent Network of MR & OP-ის მიერ ჩატარდა უახლესი ყოველწლიური კვლევა „Worldviews“ , რომლის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, სადაც ქალები ღამით საჯარო სივრცეში თავისუფლად გადაადგილებისას ყველაზე მაღალ უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
პრემიერი ეუთო-ს ანგარიშზე: არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს
პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით
ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, წინასწარ იყო დაწერილი დასკვნა
არქივი