მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 14 მარტი 2026, 15:45

14 წელია მთელი სანაცეთი გაგიჟებული ცდილობს, რომ რამე ჭორს მაინც მიაგნონ და ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია თავიანთი ბაბლისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამხელა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა, თუმცა უშედეგოდ- წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, რითაც ნიკა გვარამიას სტატუსს გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ არ არსებობს ბიზნესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ლეგალურად დაიწყო და წარმატება ჰქონოდა.

მაჭავარიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილს კომერციული თვალსაზრისით, წამგებიანი სიდიდის ინვესტიციები აქვს განხორციელებული, რაც მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ქვეყნისთვის განსაკუთრებული ხარისხის პროექტები შეექმნა, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოს უცხოელებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.

„განსაკუთრებული და მრავალმხრივი ნიჭია საჭირო, იმისათვის, რომ რამდენიმე მილიარდიანი ქონება რუსეთში ბიზნესით დააგროვო, შეინარჩუნო და დასავლეთში გადაიტანო. მით უმეტეს, როდესაც ასეთი მასშტაბის ბიზნესებს ისე აშენებ, რომ ერთი კითხვის ნიშანსაც არ აჩენ პატიოსნებასა და წესიერებაზე.

14 წელია მთელი სანაცეთი გაგიჟებული ცდილობს, რომ რამე ჭორს მაინც მიაგნონ და ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია თავიანთი ბაბლისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამხელა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა, თუმცა უშედეგოდ. იმდენად მორალურად, სწორად და პატიოსნად მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა წარმატების მიღწევა, რომ ნაცებსაც კი არ გამოსდით ამ სიმართლესთან დაპირისპირება.

რაც შეეხება საქართველოს, ბიძინა ივანიშვილი ჩვენს სამშობლოში ფინანსურ მოგებას არ ნახულობს. იგი მხოლოდ ქველმოქმედებითაა დაკავებული, რისი მასშტაბებიც უპრეცედენტოა, ხოლო ბიზნეს პროექტებში, რომელიც მისი განხორციელებულია (მაგალითად სასტუმრო „პარაგრაფი“ თბილისში, თაბორსა და შეკვეთილში, „ბლექ სი არენა“ და ა.შ). კომერციული თვალსაზრისით, წამგებიანი სიდიდის ინვესტიციები აქვს განხორციელებული. ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული ხარისხის პროექტები შეექმნა, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოს უცხოელებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. ასევე, მისი „ბიზნეს საქმიანობა“ იმასაც ემსახურება, რომ დამატებითი სტიმული და მოტივაცია მისცეს ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად.“- წერს მაჭავარიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
პრემიერი ეუთო-ს ანგარიშზე: არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს
პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით
ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, წინასწარ იყო დაწერილი დასკვნა
ხუნდაძე WIN | Worldwide Independent Network of MR & OP-ის კვლევაზე: ერთ-ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა
არქივი