შალვა პაპუაშვილი: ყველა ჩვენი ნაბიჯი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იზომება ამ საზომით - გვაახლოვებს ის უფრო მეტად თუ გვაშორებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და უფრო უზრუნველყოფს თუ არა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 14 მარტი 2026, 20:17

ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ „ქართული ოცნების” და ამ ქვეყნის მთავარი ეროვნული ამოცანა არის ორი - ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, ამ ორ მიზანს ემსახურება ჩვენი საშინაო პოლიტიკა და შესაბამისად საგარეო პოლიტიკაც იზომება ამ ორი კრიტერიუმით, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკა არ არის თეორიული დისკუსია საერთაშორისო ურთიერთობებზე, საგარეო პოლიტიკა არის ქვეყნის ინსტრუმენტი, რომლითაც ის იცავს საკუთარ ხალხს და საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.

„საგარეო პოლიტიკა ამ მხრივ არის გაგრძელება საშინაო პოლიტიკის. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ქართული ოცნების და ამ ქვეყნის მთავარი ეროვნული ამოცანა არის ორი - ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ამ ორ მიზანს ემსახურება ჩვენი საშინაო პოლიტიკა და შესაბამისად საგარეო პოლიტიკაც იზომება ამ ორი კრიტერიუმით. ყველა ჩვენი ნაბიჯი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იზომება ამ საზომით - გვაახლოებს ის უფრო მეტად თუ გვაშორებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და უფრო უზრუნველყოფს თუ არა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას და უსაფრთხოებას. თუკი საგარეო პოლიტიკა ამ ორი მიზანს არ ემსახურება, ეს არის მხოლოდ იდეოლოგიური თამაში და არა საგარეო პოლიტიკა”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ორბანი ვიქტორ იუშჩენკოს პასუხობს - „გააფრთხილეთ თქვენი პრეზიდენტი, არ შეეხოს უნგრელების თავისუფლებას, თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა არ გაძლევთ უფლებას, გვაშანტაჟოთ ან პირობები გვიკარნახოთ“
ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გამნაღმველებივით ვმუშაობთ - ერთი ნაბიჯი იქეთ ან აქეთ და შეიძლება ქვეყანა აგვიფეთქდეს, ამიტომ ამას სჭირდება იუველირული სიზუსტით მოქმედება
შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს: ეგ კითხვა შეგიძლიათ, დაუსვათ ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას, თუ რამდენად დგას დღევანდელი ბრიუსელი ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე
ევროკავშირმა კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა სანქციები 2 600-ზე მეტი რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ
ნიკა ობოლაძე: ყველა მტერიაო, როგორ შეიძლება, ყველა მტერი იყოს?
არქივი