ორი დღით იყო ადამიანი ჩამოსული, რომელსაც არანაირი პროფესიული კავშირი საქართველოსთან არ ჰქონია და რამდენიმე დღეში გვეუბნებიან, რომ 100 გვერდიანი დასკვნა დაწერა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პატრიცია გჟებიკზე საუბრისას.
პაპუაშვილის თქმით, ირკვევა, რომ ეს ექსპერტი პირდაპირ არის დაკავშირებული პოლონეთის მთავრობასთან.
„მოკლედ რომ აღვწეროთ ეს მექანიზმი, რომელიც აღმოჩნდა საკმაოდ ბლიც-მექანიზმი, სულ რამდენიმე კვირა, სამი კვირა იყო თუ არ ვცდები, რაც გაგრძელდა.
ორი დღით იყო ადამიანი ჩამოსული, რომელსაც არანაირი პროფესიული კავშირი საქართველოსთან არ ჰქონია და რამდენიმე დღეში გვეუბნებიან, რომ 100 გვერდიანი დასკვნა დაწერა. დაწყებული, როგორც ის ეძახის, წამების საკითხებით და დასრულებული უმაღლესი განათლების რეფორმით. ყველაფერში აღმოჩნდა, რომ ეს ერთი ადამიანი კომპეტენტურია. შემდეგ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ჩვენი კომენტარების გაკეთების. 100 გვერდიანი პასუხი გაიგზავნა შენიშვნებისა თუ კომენტარი საქართველოს მთავრობის მხრიდან სამშაბათს და ხუთშაბათს ეს დასკვნა გამოვიდა უკვე სხდომაზე. ანუ, ერთი დღეც კი არ დაიტოვა ექსპერტმა, რომ წაეკითხა 100 გვერდიანი პასუხი, დაფიქრებულიყო და გადაეწყვიტა, რამე კორექტივი შეეტანა თუ არა.
ამას მოჰყვა შემდეგ მეორე ნაწილი, ირკვევა, რომ ეს ექსპერტი პირდაპირ არის დაკავშირებული პოლონეთის მთავრობასთან. ის გახლავთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი, გახლავთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული და მის კურატორობაში არსებული ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის საბჭოს წევრი. იყო პოლონეთის მხრიდან წარდგენილი შარშან გაეროს წამების კომიტეტში. ანუ, მთლიანად არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მთავრობასთან დაკავშირებული პირი და ჰოი საოცრებავ, ჩვენ ვიცით, რომ ეს მექანიზმი დააინიციირა პოლონეთმა, შემდეგ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, რომ მისი კანდიდატი ყოფილიყო ექსპერტად წარმოდგენილი ამ დასკვნის შესადგენად. პოლონეთის მთავრობის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ჩვენ ვიცით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის" დასკვნად წარმოადგინა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |