შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ინტერესებით უნდა ვესაუბროთ სხვებს და არა მათ ინტერესებს მოვარგოთ ჩვენი შიდა პოლიტიკა, სასამართლო და სხვა საკითხები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 14 მარტი 2026, 20:41

ჩვენი ინტერესებით უნდა ვესაუბროთ სხვებს და არა მათ ინტერესებს მოვარგოთ ჩვენი შიდა პოლიტიკა, სასამართლო და სხვა საკითხები, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ჩვენ არ უნდა მოვერგოთ, ჩვენ უნდა ვთქვათ რა არის ჩვენი ინტერესები და ასე ვესაუბროთ. სხვა შემთხვევაში, ეს არის იდეოლოგიური ლოიალობის ტესტი. ჩვენი ღირებულებები არ იტესტება სხვაგან, ჩვენი ღირებულებები ჩვენია და იტესტება ჩვენთან.

ჩვენი ღირებულებები წერია ჩვენს კონსტიტუციაში და არა ამერიკის კონსტიტუციაში, ჩვენი ღირებულებები წერია ჩვენს კანონმდებლობაში და არა გერმანიის კანონმდებლობაში. ეს მიდგომა უნდა გადატყდეს, რომ ჩვენ ვიზომებით სხვების სარკეში. ჩვენ ვიზომებით ჩვენი ხალხის სარკეში. “, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ორბანი ვიქტორ იუშჩენკოს პასუხობს - „გააფრთხილეთ თქვენი პრეზიდენტი, არ შეეხოს უნგრელების თავისუფლებას, თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა არ გაძლევთ უფლებას, გვაშანტაჟოთ ან პირობები გვიკარნახოთ“
ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გამნაღმველებივით ვმუშაობთ - ერთი ნაბიჯი იქეთ ან აქეთ და შეიძლება ქვეყანა აგვიფეთქდეს, ამიტომ ამას სჭირდება იუველირული სიზუსტით მოქმედება
შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს: ეგ კითხვა შეგიძლიათ, დაუსვათ ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას, თუ რამდენად დგას დღევანდელი ბრიუსელი ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე
ევროკავშირმა კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა სანქციები 2 600-ზე მეტი რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ
ნიკა ობოლაძე: ყველა მტერიაო, როგორ შეიძლება, ყველა მტერი იყოს?
არქივი