5
14 მარტი 2026, 21:40
როგორც სომხეთისთვის, რომელსაც გიუმრის ბაზა აქვს, სადაც ახლა ამერიკული ინვესტიციები ხორციელდება, არავის მოუთხოვია ომის დაწყება და ცეცხლის გახსნა, ისე არ მოუთხოვიათ საქართველოსთვის არავის, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა ნიკა ობოლაძემ.
„მთავარი არის ის, რომ როდესაც მოგვთხოვეს რაღაც ტიპის დემოკრატია, თქვენ არ მოგინდათ ზოგადად დემოკრატიის არსებობა და ამიტომ დაიწყეთ დასავლეთის გალანძღვა. ეს რიტორიკა, რომ თურმე 3 მლნ-იანი საქართველო არის სულ მარტო და რუსეთიც მტერია, ირგვლივ ყველა კონკურენტია და ბატონ შალვა პაპუაშვილს შეუძლია, მარტოს ამ ქვეყნის სუვერენიტეტი შეინარჩუნოს, ეგ არის არასწორი. ყველა მტერიაო, როგორ შეიძლება, ყველა მტერი იყოს?“, - განაცხადა ობოლაძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |