დონალდ ტრამპმა ამერიკული მედია ყალბი ცნობების გავრცელებაში დაადანაშაულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 15 მარტი 2026, 12:56

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დონალდ ტრამპმა რამდენიმე ამერიკული მედია გააკრიტიკა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა The New York Times-ი, The Wall Street Journal-ი და სხვა მედიასაშუალებები ყალბი ცნობების გავრცელებასა და ფაქტების განზრახ დამახინჯებაში დაადანაშაულა.

„კიდევ ერთი განზრახ შეცდომაში შემყვანი სათაური ფეიკ-ნიუს მედიისგან იმ 5 თვითმფრინავის შესახებ, რომლებიც თითქოს საუდის არაბეთის აეროპორტში ჩამოაგდეს და გამოსაყენებლად უვარგისია. სინამდვილეში, ბაზაზე დარტყმა რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, მაგრამ თვითმფრინავები არც „ჩამოუგდიათ“ და არც „გაუნადგურებიათ“. ხუთიდან ოთხს პრაქტიკულად არანაირი დაზიანება არ მიუღია და ისინი უკვე დაბრუნდნენ მწყობრში. ერთს ოდნავ მეტი დაზიანება ჰქონდა, მაგრამ ისიც მალე ჰაერში იქნება. არცერთი არ განადგურებულა და არც ახლოს ყოფილა ამასთან, როგორც ამას ფეიკ-ნიუსები სათაურებში წერდნენ. New York Times-ს და Wall Street Journal-ს (განსაკუთრებით) და სხვა მდაბიო „გაზეთებსა“ და მედიას რეალურად სურთ, რომ ჩვენ ომი წავაგოთ. მათი საშინელი რეპორტაჟები რეალური ფაქტების ზუსტი საწინააღმდეგოა“, - დაწერა ტრამპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადიმერ ბოჟაძე: მოსკოვის მექანიზმის დასკვნა არის არაობიექტური და ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ფაქტია. როგორც ჩანს, ეს დასკვნა თბილისში დაწერილი დაახვედრა რადიკალურმა ოპოზიციამ
აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარე მაუწყებლებს სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის შესახებ „სიცრუის გავრცელების გამო“ ლიცენზიების გაუქმებით ემუქრება
ისრაელის ჯანდაცვის უწყება - ირანში კონფლიქტის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საავადმყოფოებში 108 ადამიანი გადაიყვანეს
შალვა პაპუაშვილი - „იმედს“ კიდევ ბევრი წელი უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ იყოს ის, რაც მისი სახელია - იმედი
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ - ჩვენ გავაგრძელებთ ბენიამინ ნეთანიაჰუს დევნას და მოვკლავთ
არქივი