შალვა პაპუაშვილი - „იმედს“ კიდევ ბევრი წელი უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ იყოს ის, რაც მისი სახელია - იმედი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 15 მარტი 2026, 13:56

ტელეკომპანია „იმედს“ დღეს 23 წელი შეუსრულდა, ვულოცავ მისი დამფუძნებლის ოჯახს, ტელევიზიის თითოეულ თანამშრომელს და ერთგულ გულშემატკივარს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „იმედს“ დაარსების დღიდან ერგო მისია, ყოფილიყო ხალხის ხმის გამტარი, პლურალიზმისა და დემოკრატიის სარკე, ადგილი, სადაც საზოგადოება საკუთარ სათქმელს, საკუთარ სიმართლეს და საკუთარ თავს ხედავს.

„მისი ისტორია მარტივი არ ყოფილა. ამ ტელევიზიამ საკუთარ თავზე გამოსცადა, რას ნიშნავს იყო ოკუპირებული, იყო მიტაცებული, იყო ღალატისა და უსამართლობის მსხვერპლი. იცის, რას ნიშნავს, როცა ცდილობენ ჩაახშონ ხმა, რომელიც ხალხამდე აღწევს. საბედნიეროდ, ეს დრო მის ისტორიაში ხანმოკლე იყო. ხანმოკლე, მაგრამ წარუშლელი. ამავე დროს, „იმედმა“ კარგად იცის, რას ნიშნავს, იყო მართალი სიტყვის მატარებელი, ემსახურო საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, გქონდეს აუდიტორიის ნდობა, სიყვარული და დაფასება. სწორედ ეს არის მისი ნამდვილი ღირსება და ძალა. საქართველოს უახლესი ისტორია არის დაპირისპირება გარე ძალების ნების თავს მოხვევასა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამტარ პოლიტიკას შორის. ეს არის ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ბრძოლა იმის გასარკვევად, ვინ ვართ, რისი უფლება გვაქვს, რამდენად დამოუკიდებლები ვართ და როგორია ჩვენი თავისუფლების ხარისხი.

ასეთ ბრძოლაში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ხმას, რომელიც ხალხის ხმას ატარებს. დღეს „იმედი“ სწორედ ასეთ ხმად იქცა, ხმად, რომელსაც უსმენს უმრავლესობა, ხმად, რომელიც გადმოსცემს საზოგადოების უმრავლესობის ფიქრს, განცდას და სათქმელს. და სწორედ ამიტომ არის ის სამიზნე ყველა ავის მსურველისთვის, ვისაც საქართველოში შუქის ჩაქრობა სურს. ეს არ მოხდება. პირიქით, ყოველი ასეთი შეტევა ადასტურებს, რომ „იმედი“ და მისი გულშემატკივარი სწორ მხარეს დგას. წინ კიდევ ბევრი ბრძოლა და ბევრი გამარჯვებაა. გისურვებთ სიმტკიცეს, გამბედაობას და დიდ წარმატებებს. „იმედს“ კიდევ ბევრი წელი უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ იყოს ის, რაც მისი სახელია – იმედი“, – წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე გიგა ბოკერიას: ულტიმატუმებს შენ მდგომარეობაში მხოლოდ მასხარა თუ დააყენებს - ეგ სადაური დიალოგია, როცა ოპონენტს წინასწარ სთხოვენ დამარცხდი, თორემ არ დაგელაპარაკებიო
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
Financial Times: უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალას კარგავს, რადგან ტრამპის ყურადღება ირანზე გადადის
ნიკოლოზ სამხარაძე პატრიცია გჟებიკზე: ნათელია, რომ ის ვერანაირად ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ექსპერტი. შესაბამისად, უკვე აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ დასკვნაც მიკერძოებულია
ვლადიმერ ბოჟაძე: მოსკოვის მექანიზმის დასკვნა არის არაობიექტური და ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ფაქტია. როგორც ჩანს, ეს დასკვნა თბილისში დაწერილი დაახვედრა რადიკალურმა ოპოზიციამ
არქივი