აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარე მაუწყებლებს სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის შესახებ „სიცრუის გავრცელების გამო“ ლიცენზიების გაუქმებით ემუქრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 15 მარტი 2026, 14:33

აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების სააგენტოს ხელმძღვანელმა ამერიკული სამაუწყებლო კომპანიები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გაშუქებისას „სიცრუესა და ახალი ამბების დამახინჯებაში“ დაადანაშაულა.

ბრენდან კარმა, შაბათს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „ფეიკ-ნიუსები“ გააკრიტიკა და დაიმუქრა, რომ მაუწყებლობის ლიცენზიებს გააუქმებს, თუ ინდუსტრია „კურსს არ გამოასწორებს“.

„მაუწყებლებმა საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად უნდა იმუშაონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ლიცენზიებს დაკარგავენ“, - განაცხადა კარმა.

თავის პოსტს მან დაურთო დონალდ ტრამპის პოსტი Truth Social-იდან, სადაც პრეზიდენტი კონფლიქტის დროს „შეცდომაში შემყვან“ და „საშინელ რეპორტაჟებზე“ ჩიოდა.

CBS News-თან საუბრისას, კარმა თქვა: „ხალხი მიეჩვია აზრს, რომ ლიცენზიები ერთგვარი საკუთრების უფლებაა და არ არსებობს არაფერი, რაც მათ დაკარგვას გამოიწვევს. მე ვცდილობ, დავეხმარო მათ და ვუთხრა, რომ არა - არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი და მაუწყებლობა სულ სხვა რამაა“.

მანამდე კონფლიქტის გაშუქების გამო ამერიკული მედიასაშუალებები აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გააკრიტიკა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე გიგა ბოკერიას: ულტიმატუმებს შენ მდგომარეობაში მხოლოდ მასხარა თუ დააყენებს - ეგ სადაური დიალოგია, როცა ოპონენტს წინასწარ სთხოვენ დამარცხდი, თორემ არ დაგელაპარაკებიო
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
Financial Times: უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალას კარგავს, რადგან ტრამპის ყურადღება ირანზე გადადის
ნიკოლოზ სამხარაძე პატრიცია გჟებიკზე: ნათელია, რომ ის ვერანაირად ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ექსპერტი. შესაბამისად, უკვე აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ დასკვნაც მიკერძოებულია
ვლადიმერ ბოჟაძე: მოსკოვის მექანიზმის დასკვნა არის არაობიექტური და ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ფაქტია. როგორც ჩანს, ეს დასკვნა თბილისში დაწერილი დაახვედრა რადიკალურმა ოპოზიციამ
არქივი