ვლადიმერ ბოჟაძე: მოსკოვის მექანიზმის დასკვნა არის არაობიექტური და ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ფაქტია. როგორც ჩანს, ეს დასკვნა თბილისში დაწერილი დაახვედრა რადიკალურმა ოპოზიციამ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 15 მარტი 2026, 14:35

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ დასკვნა არის არაობიექტური და ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ფაქტია. როგორც ჩანს, ეს დასკვნა თბილისში დაწერილი დაახვედრა რადიკალურმა ოპოზიციამ, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ მოსკოვის მექანიზმის დასკვნაზე საუბრისას. დეპუტატი აცხადებს, რომ ეს საქართველოს მიმართ წარმოებული უსამართლო პოლიტიკის გაგრძელებაა. ის ასევე დასკვნაზე მომუშავე პოლონელი ექსპერტის, პატრიცია გჟებიკის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს.

„პოლონეთი და პოლონეთის ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან აქტიური მხარდამჭერია და გვახსოვს იგივე ტუსკის განცხადება, სააკაშვილისთვის დადგმული ცარიელი სკამი EPP-ს ყრილობაზე და ა.შ. ეს იმ უსამართლო პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც თითქმის 5 წელია გრძელდება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, პირველ რიგში რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება“, - მიიჩნევს ბოჟაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე გიგა ბოკერიას: ულტიმატუმებს შენ მდგომარეობაში მხოლოდ მასხარა თუ დააყენებს - ეგ სადაური დიალოგია, როცა ოპონენტს წინასწარ სთხოვენ დამარცხდი, თორემ არ დაგელაპარაკებიო
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
Financial Times: უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალას კარგავს, რადგან ტრამპის ყურადღება ირანზე გადადის
ნიკოლოზ სამხარაძე პატრიცია გჟებიკზე: ნათელია, რომ ის ვერანაირად ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ექსპერტი. შესაბამისად, უკვე აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ დასკვნაც მიკერძოებულია
აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარე მაუწყებლებს სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის შესახებ „სიცრუის გავრცელების გამო“ ლიცენზიების გაუქმებით ემუქრება
არქივი