პატრიცია გჟებიკის რეზიუმე „ქართული ოცნებისთვის“ უფრო მეტს ამბობს, ვიდრე უბრალოდ რეგალია, რომ ის ექსპერტია. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აქცენტს მოსკოვის მექანიზმის დასკვნის ავტორის პოლიტიკურ მიკერძოებაზე აკეთებს და მიიჩნევს, რომ დოკუმენტის მიზანი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
„სხვათა შორის, იმ CV-ში, რომელიც გამოაგზავნეს პირველად, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო, არ ეწერა, რომ ეს ქალბატონი არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი. ნათელია, რომ ის ვერანაირად ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ექსპერტი, არამედ, ამ შემთხვევაში წარმოადგენდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
შესაბამისად, უკვე აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ დასკვნაც მიკერძოებულია. რა თქმა უნდა, არანაირი მტკიცებულება ამ დოკუმენტში არ არსებობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებული დოკუმენტი“, - მიიჩნევს ნიკოლოზ სამხარაძე.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |