50
15 მარტი 2026, 17:15
ბუდაპეშტში „მშვიდობის მარში“ გაიმართა, რომელიც ქვეყნის პრემიერმა დააანონსა. მსვლელობას სოციალურ ქსელში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი გამოეხმაურა.
„ეს არის ყველაზე დიდი მშვიდობის მარში, რაც დღემდე გამართულა. უნგრელები მკაფიო გზავნილს აგზავნიან: ჩვენ გვსურს მშვიდობა და არა ომი. ჩვენ არ ვიქნებით ჩათრეულები სხვის კონფლიქტში და არ გავხდებით უკრაინის კოლონია. სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და მშვიდობა - აი, რას წარმოადგენს მშვიდობის მარში“, - წერს კოვაჩი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |