თამარ ჩიბურდანიძე: დასანქცირებული „იმედი“ დღეს უფრო გავლენიანია ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე თავად ბრიტანეთის ხელმძღვანელობა და მათი მცდელობა, ჩაახშონ „იმედის“ სიტყვა საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 15 მარტი 2026, 18:50

პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე ტელეკომპანია „იმედს“ იუბილე ულოცავს და აღნიშნავს, რომ დღეს ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოებრიობას ჰაერივით სჭირდება ტელეკომპანია „იმედი“ მისი მაღალი დონის პროფესიონალიზმით, რეალური პოლიტიკითა და მაყურებლის უდიდესი ნდობით.

„იმედი“ საქართველოს ტელებაზარზე შემოვიდა მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი იმედის სხივს ეძებდა საქართველოში. ტყუილებით და პოლიტიკური მიკერძოებით გაჟღენთილ ქართულ მედიასივრცეში „იმედი” ნამდვილად იყო მართალი სიტყვის მიმწოდებელი, რის გამოც სააკაშვილის რეჟიმის რისხვა საკუთარ თავზე იწვნია. „იმედი” მაყურებელმა გადაარჩინა ყურებადობის და მისდამი სანდოობის გამოხატულებით.

იმ სისხლიან რეჟიმს გადარჩენილი ტელევიზია დღეს ისევ იმავე რეჟიმის დარტყმის ობიექტი გახდა მათივე საერთაშორისო თანამზრახველების მხრიდან. დღესაც „იმედის” ყოფნა-არყოფნა მხოლოდ მაყურებელზეა დამოკიდებული და არა ბრიტანეთის ან ევრობიუროკრატების პოლიტიკურ განზრახვაზე - ქართველ ხალხს წაართვან ყველაზე რეიტინგული და სანდო ტელევიზია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბრიტანეთის სანქციების შემდეგ ამ ტელეკომპანიისადმი ქართველი ხალხის ნდობა და ყურებადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ასე ხდება მაშინ, როდესაც ჰგონია ოპოზიციას, რომ საერთაშორისო ბერკეტებს ეფექტურად გამოიყენებენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ვეღარ დარწმუნდნენ, რომ ქართველი ხალხისთვის უკვე მეასეხარისხოვანია, რას იტყვის უცხოეთი? მათთვის უპირატესია, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას.

მინდა აღვნიშნო, რომ დღეს დასანქცირებული „იმედი“ უფრო გავლენიანია ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე თავად ბრიტანეთის ხელმძღვანელობა და მათი მცდელობა, ჩაახშონ „იმედის“ სიტყვა საქართველოში.

დღეს ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოებრიობას ჰაერივით სჭირდება ტელეკომპანია „იმედი“ მისი მაღალი დონის პროფესიონალიზმით, რეალური პოლიტიკით და მაყურებლის უდიდესი ნდობით.

ვულოცავ ტელე „იმედის“ თითოეულ თანამშრომელს იუბილეს და ვუსურვებ ძალიან დიდხანს არსებობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“ - აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.

23 წელი სატელევიზიო სივრცეში - „იმედი“ დღეს იუბილარია. ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსებული ტელევიზია პირდაპირ ეთერში პირველად 2003 წლის 15 მარტს გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვახტანგ თოფურია: თბილისისადმი გზავნილი - „შეინარჩუნეთ პროევროპული პოზიცია რუსეთის იზოლირებით, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ, ევროპა, რუსეთთან მოლაპარაკებებს ვჩქარობთ“ - არათანმიმდევრულია. ეს მხოლოდ ზეწოლა არ არის, ეს სტრატეგიული მიტოვებაა
ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანის მიერ დაანონსებული „უკრაინის შანტაჟის“ საწინააღმდეგო მშვიდობის მარში გაიმართა
კრემლმა საფრანგეთის წარმომადგენლებს უხეშად უთხრა უარი სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე
დავით ჩიხელიძე გიგა ბოკერიას: ულტიმატუმებს შენ მდგომარეობაში მხოლოდ მასხარა თუ დააყენებს - ეგ სადაური დიალოგია, როცა ოპონენტს წინასწარ სთხოვენ დამარცხდი, თორემ არ დაგელაპარაკებიო
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
არქივი