მაკა ბოჭორიშვილი: ვიზიტიდან სულ რაღაც ორ დღეში ეუთო-ს წარმომადგენელმა მოამზადა 90-გვერდიანი ანგარიში, საეჭვოა რამდენად შესაძლებელი იყო ამხელა მასალის გადამუშავება ორ დღეში. ეს ბადებს ეჭვს, რომ ანგარიში წინასწარ იყო მომზადებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 15 მარტი 2026, 21:40

ჩვენთვის ძალიან მარტივი იყო გამოგვეთვალა, თუ რა იყო ინტერესი ამ მექანიზმის ამოქმედების უკან, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვითანამშრომლეთ ეუთო-ს ექსპერტთან, მივიღეთ საქართველოში, უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლეთ, ყველა მოთხოვნილი შეხვედრა გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეუთო-ს წარმომადგენელს მიაწოდეს ყველა მოთხოვნილი მასალა, რაც კი მას აინტერესებდა.

„ამ ვიზიტიდან სულ რაღაც ორ დღეში ეუთო-ს წარმომადგენელმა მოამზადა 90-გვერდიანი ანგარიში, რაც თავისთავად ბადებდა ეჭვს, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ფიზიკურად ამხელა მასალის, ამდენი ინფორმაციის გადამუშავება ორ დღეში. რა თქმა უნდა, ეს ბადებდა ეჭვს, რომ ეს იყო წინასწარ მომზადებული ანგარიში, წინასწარ მომზადებული დოკუმენტი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნად წარმოადგინა.

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.

ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი - ამ ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც ჰქონდა გათვლილი, როგორ მოქცეულიყო, შეენარჩუნებინა მშვიდობა, განევითარებინა ქვეყანა
ბენიამინ ნეთანიაჰუ ინტერნეტში მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს იერუსალიმში, კაფეში გადაღებული ვიდეოთი პასუხობს
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, აშშ-ის პირველი ლედის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს, მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქეებს
მიხეილ ყაველაშვილი: ამ ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა მოქცეული, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც წინასწარ ჰქონდა გათვლილი როგორ მოქცეულიყო, როგორ შეენარჩუნებინა მშვიდობა, რა გზა აერჩია და რა მიმართულებით განევითარებინა ქვეყანა
არქივი