მიხეილ ყაველაშვილი: ძირითადი ბირთვი ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულია და მომზადებულია იმისთვის, რომ ხელისუფლებასთან ერთად დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები, არ მისცეს არავის პროვოკაციის საშუალება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 15 მარტი 2026, 21:52

ძირითადი ბირთვი ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულია და მომზადებულია იმისთვის, რომ ხელისუფლებასთან ერთად დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები, არ მისცეს არავის პროვოკაციის საშუალება, რომ აქ რაიმე ექსცესები მოხდეს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანამ არ უნდა დაუშვას შეცდომა, რადგან ეს გაანადგურებს იმას, რაც წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს - ენა, კულტურა, სარწმუნოება, ტრადიციები.

„მუდმივად უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, მტკიცედ, ჩვენი ეროვნული ინტერესების დამცველები. არცერთ იმპერიას და არცერთ სახელმწიფოს არ უჩუქებია ეს მიწა ჩვენთვის. ამას იცავდა ჩვენი წინაპარი. მშვიდობა იმიტომ გვინდა, რომ აქამდე მოსული ჩვენი სახელმწიფო, ქართული სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია თავისი ენა, კულტურა, სარწმუნოება, ტრადიციები, ამის დაცვაზეა საზრუნავი და ერთი დაშვებული შეცდომა ანადგურებს მთლიანად რაზეც მე ვილაპარაკე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი - ამ ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც ჰქონდა გათვლილი, როგორ მოქცეულიყო, შეენარჩუნებინა მშვიდობა, განევითარებინა ქვეყანა
ბენიამინ ნეთანიაჰუ ინტერნეტში მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს იერუსალიმში, კაფეში გადაღებული ვიდეოთი პასუხობს
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, აშშ-ის პირველი ლედის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს, მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქეებს
მიხეილ ყაველაშვილი: ამ ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა მოქცეული, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც წინასწარ ჰქონდა გათვლილი როგორ მოქცეულიყო, როგორ შეენარჩუნებინა მშვიდობა, რა გზა აერჩია და რა მიმართულებით განევითარებინა ქვეყანა
არქივი