მიხეილ ყაველაშვილი: ვერ დამისახელებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ. გამორიცხულია, არ არსებობს და ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 15 მარტი 2026, 23:51

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, ვერ დაასახელებენ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ.

„ვესაუბრე, მანდ მოყვანილ თემებზე, სადაც არის, თითქოს გამოვლენილ ძალადობაზე. როცა ძალადობს აქცია და ის რაც ხდებოდა, პარლამენტში შეჭრაზე, პიროტექნიკის გამოყენება, ქვების სროლა, მოლოტოვის კოქტეილები, ამას ხომ ვერ გაურბიან და ის, რაც მერე ქმედება მოჰყვება ამას პოლიციის მხრიდან, ეს ამის საპირწონედ ხდება და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ. გამორიცხულია, არ არსებობს და ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ევროკავშირის უმეტესმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა.

„თვითონ ევროკავშირში, ამ აქტთან დაკავშირებითაც უფრო მეტმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა. საზოგადოებას შეუძლია მარტივად ნახოს ეს ქვეყნები. ეს ქვეყნები ხომ ევროპის ქვეყნებია, ეს ქვეყნები ხომ უნდა განიხილო როგორც შენი პარტნიორი, ესე იგი ამ ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობები უნდა გააგრძელო და დაამყარო.

ეუთოს საპარლამენტო დელეგაციამ შეაფასა, რომ ძალადობა მიუღებელია. ორჯერ ორი ოთხია, ძალადობა მიუღებელია, რომელიც ვერ დავაცდენინეთ ევროკავშირის ელჩს, მაგრამ მიზეზები ხომ ვიცით რატომ არ საუბრობენ, იმიტომ, რომ ერთი ძალა იყო ამისთვის მოტივირებული, რომ ხელისუფლება ძალადობრივი გზით დაემხოთ და გვახსოვს ჩვენ სხვადასხვა ევროპელი ლიდერის გულშემატკივრობა, 4 ოქტომბერზე მაქვს საუბარი. ამიტომ, ეს ყველაფერი ნათელია, ჩვენ არ ვჩერდებით მუდმივად მზად ვართ როგორც ამ პრეზიდენტთან, ამ ადამიანთან გვქონდა კომუნიკაცია, ასევე ვართ მზად ნებისმიერ ინსტიტუციასთან, ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ევროკავშირის ქვეყანა და ვაგრძელებთ კიდევაც.

გვყავს ჩვენ მხარდამჭერები, ვინც ამ სიმართლეს აღიარებენ და ხმამაღლა იცავენ ჩვენს პოზიციებს და საუბრობენ, კიდევ მეტი გულშემატკივარიც გაჩნდება თუ ჯანსაღი პროცესი უნდათ რომ განვითარდეს ევროკავშირში, მაგრამ თუ ეს ძალა შეინარჩუნებს ხელისუფლებას და ამდაგვარი, ამ სამარცხვინო რეზოლუციებით, სამარცხვინო ფეიქ ნიუსებით და შეთითხნილი აქტებით უნდათ მოქმედება ამას ხომ მსოფლიო საზოგადოებაც ხედავს და ეს უკვე ჩვენი შეფასება აღარ არის, ჩვენ შეფასებებს გადაასწრო მაგალითად აშშ-ის ადმინისტრაციის შეფასებებმა, პირდაპირ სტრატეგიულ აქტში ჩაწერეს, თუ ევროპა ასე გააგრძელებს, ევროპას ემუქრება განადგურება და ეს განადგურება რის საპასუხოდ არის? ზუსტად ასეთი ქმედებების, ასეთი სამარცხვინო, უპასუხისმგებლო ხალხის ქმედებების, რომლებიც ევროპის სახელით ამ ქმედებებს ჩადიან, აი ეს უქადის ევროპას დაღუპვას, ეს ხალხი ერთად არიან და ჩვენ არ ჩავყვებით ამ ევროპის დაღუპვას, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: რადიკალური ფრთა ხომ ერთი და იგივე სახელებია დაახლოებით 15-20 წელია, არც იცვლებიან. ისინი არიან მარტო სახელებით, გვარებით და პასპორტით ქართველი ადამიანები, დანარჩენი არაფერი სცხიათ ამ ქვეყნისა იმდენად დეგრადირდნენ
გია აბაშიძე: ვითომ „არალეგიტიმური“ პრეზიდენტ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში, გლობალურ სამიტში „ერთად უკეთესი მომავლისთვის“. თვითმოტყუებულ ნაცსექტაში რა ხდება?
მიხეილ ყაველაშვილი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოისმინა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, პასუხს ვერ სცემდა, როცა ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ადამიანების უფლებებზე, ჩვენ ფაქტებით ვართ გაჯერებული
მიხეილ ყაველაშვილი - ამ ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც ჰქონდა გათვლილი, როგორ მოქცეულიყო, შეენარჩუნებინა მშვიდობა, განევითარებინა ქვეყანა
ბენიამინ ნეთანიაჰუ ინტერნეტში მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს იერუსალიმში, კაფეში გადაღებული ვიდეოთი პასუხობს
არქივი